„თავს არ ვაჩაგვრინებ...“ – რა ხდება ლიკუნა მეტრეველსა და ვასო ფხაკაძეს შორის?

© Facebook / Vaso Pkhakadzeვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი
ვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს.
მოდელი ლიკუნა მეტრეველი იუმორისტ ვასო ფხაკაძის მეუღლეა. წყვილი უკვე მერვე წელია ერთად არის და ორ ქალიშვილს ზრდის. ლიკუნა ჟურნალ „თბილისელებთან“ მყარი ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„უკვე მერვე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. სტაბილური ურთიერთობა გვაქვს და ფაქტია, რომ დღემდე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბუნებრივია, ყველაფერზე ერთი აზრი არ გვაქვს და დებატებიც გაგვიმართავს ხოლმე. მაგალითად, ვასო ხშირად მეუბნება, ასეთი მანქანით რატომ დადიხარ, როდის უნდა გარეცხოო. მე ამ დროს ჩემი არგუმენტები მაქვს. ძირითადად, წვრილმანებსა და ყოფით დეტალებზე ვკამათობთ. თავს არ ვაჩაგვრინებ“, – ამბობს ლიკუნა.

კოლეგები ვასო ფხაკაძის დაოჯახებას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ტელესახე ჰყვება, რომ ბევრმა მეგობარმა ხელიც კი ჩაიქნია მის დაქორწინებაზე. მაგრამ სიყვარული უეცრად მოვიდა და ვასოს გულში სამუდამოდ შეიჭრა. საზოგადოებაში ინფორმაციამ მალე გაჟონა. აღმოჩნდა, რომ ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო.
მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს. მათი ორი ქალიშვილი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მშვენიერი ლიკუნა მეტრეველი გახდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.
ყველა ახალი ამბავი
0