გიორგი ყიფშიძის პირველი და მესამე ცოლები ერთად – კრისტი ყიფშიძე ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Eny Enyგიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
მოდელმა კრისტი ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან ერთად, სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის ოჯახს სტუმრობს.
ფოტოებზე ნატალია ნახევარდასთან, ლუნასთან ერთადაა, კრისტი კი გიორგის ამჟამინდელ ცოლთან - ენი გასიევასთან ერთად, რომელთანაც ოჯახი მსახიობმა ორი წლის წინ შექმნა და წყვილს უკვე ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მშობლებმა ვაჟიშვილს კოსმო, ხოლო გოგონას ლუნა დაარქვეს.
ნატალია დედინაცვალთან ძალიან მეგობრობს და, როგორც ჩანს, კრისტისაც კარგი ურთიერთობა აქვს ენისთან. ნატალია ყიფშიძე გიორგი ყიფშიძის პირველი შვილია. მის გარდა მსახიობს კიდევ სამი შვილი ჰყავს.
ნატალია ყიფშიძე, გიორგის უფროსი შვილი, ცნობილი მოდელის კრისტი ყიფშიძის ქალიშვილია, რომელსაც გიორგი ქორწინებიდან მალევე დაშორდა.
ყველა ახალი ამბავი
0