https://sputnik-georgia.com/20220202/kaxetsa-da-rawa-lecxumsi-venaxebis-kadastrze-musaoba-dasrulda-264083706.html
კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრზე მუშაობა დასრულდა
კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრზე მუშაობა დასრულდა
Sputnik საქართველო
2021 წელს კადასტრზე მუშაობა დასრულდა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, 2022 წელს კი ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება
2022-02-02T15:13+0400
2022-02-02T15:13+0400
2022-02-02T19:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863064_0:276:3078:2007_1920x0_80_0_0_c8e7d467f85670f895d8f863b141f77b.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად – კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42.966 ჰა ვენახის, 35.336 მევენახის და 113.093 ნაკვეთის შესახებ.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.2021 წელს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში ორივე რეგიონის ყველა მევენახემ (ჯამში 23 ათასმა), ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.2022 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.
საქართველო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863064_334:160:2851:2048_1920x0_80_0_0_ad880f95a7742cc9f3ee9b6b23706583.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ვენახი კადასტრი ღვინო რთველი კახეთი რაჭა ლეჩხუმი
ვენახი კადასტრი ღვინო რთველი კახეთი რაჭა ლეჩხუმი
კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრზე მუშაობა დასრულდა
15:13 02.02.2022 (განახლებულია: 19:54 02.02.2022) ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად – კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42.966 ჰა ვენახის, 35.336 მევენახის და 113.093 ნაკვეთის შესახებ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
„ამავე დროს, ვენახების კადასტრი უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესს. ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას ნერგავს", – აღნიშნეს უწყებაში.
2021 წელს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში ორივე რეგიონის ყველა მევენახემ (ჯამში 23 ათასმა), ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.
2022 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.