Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ექიმების წყვილი პირველ შვილს ელოდება – ნახეთ ორსული ქეთი ძიგუას ფოტო

© courtesy of Ketty Dziguaქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი
ქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ექიმების წყვილი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ქირურგის მეუღლე ქეთი ძიგუაა.
ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ. ლევანი ახლა კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსია, მისი რჩეულიც მასთან ერთად მუშაობს. ზაფხულში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო იუსტიციის სახლიდან. მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს აგვისტოში და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს. მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები ხელმომწერებსაც გაუზიარეს.
ახალი ფოტოებით ირკვევა, რომ ქეთი ორსულადაა.
წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა. ოქტომბერში ქეთი 26 წლის გახდა. ქეთი ძიგუამ იუბილე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი არაერთი მილოცვა მიიღო. „გილოცავ, ქეთი. ბედნიერი იყავი სულ“, „მზის სხივი ხარ“, „ყველაფერს კარგს იმსახურებ“, – წერენ კომენტარებში. თავად ლევან ქარაზანიშვილი ივნისში 54 წლის გახდა. ჰყავს ორი შვილი პირველი ქორწინებიდან – 26 წლის ნინა და 21 წლის ანა.
ყველა ახალი ამბავი
0