https://sputnik-georgia.com/20220412/torti-diabetikebisa-da-gaxdomis-msurvelebistvis-witeli-xaverdi-265925791.html
უშაქრო ტორტი „წითელი ხავერდი“ - დიაბეტიკებისა და გახდომის მსურველებისთვის
უშაქრო ტორტი „წითელი ხავერდი“ - დიაბეტიკებისა და გახდომის მსურველებისთვის
Sputnik საქართველო
ტორტი „წითელი ხავერდი“, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ხაჭოს უნაზესი კრემით იმათაც კი ხიბლავს, ვისაც ტრადიციული ტკბილეულის... 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T16:17+0400
2022-04-12T16:17+0400
2023-06-27T12:28+0400
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265925722_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_bc8c9115a00fcfae9e170fc07a0d19a5.jpg
ტორტი „წითელი ხავერდი“, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ხაჭოს უნაზესი კრემით იმათაც კი ხიბლავს, ვისაც ტრადიციული ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.მისი გამოცხობა ბევრად მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი ტორტისა და პირველივე ცდაზე გამოდის.რაც მთავარია, მისით პირის ჩატკბარუნება დიაბეტიკებსაც შეუძლიათ და სწორი კვების მოყვარულებსაც.სხვა უგემრიელესი და უჩვეულო რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ბისკვიტისთვის დაგჭირდებათმომზადების წესიჩაასხით კეფირი თასში და დაუმატეთ სოდა, გააჩერეთ 10-15 წუთი.ამასობაში გაცერით ყველა ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი;გამოარჩიეთ კვერცხის გულები ცილისგან. ცილა გვერდზე გადადეთ (დაგჭირდებათ), ხოლო გულები სტევიასთან ან ერითრიტოლთან ერთად (შაქრის შემცველელები) მოათავსეთ თასში და თქვიფეთ, ვიდრე არ გათეთრდება;ამის შემდეგ ჩაასხით მასში საკვები საღებავი და ჩაყარეთ ვანილი. ურიეთ, სანამ ფერი არ გათანაბრდება;მოასხით მომზადებული მშრალი ინგრედიენტები და მოზილეთ თხელი ცომი. ჩაასხით კეფირის ნარევი, კიდევ ერთხელ აურიეთ მიქსერით.კვერცხის ცილებს მოაყარეთ მწიკვი მარილი და თქვიფეთ, სანამ კარგად არ გამაგრდება (მდგრადი „წვერები“ უნდა გაიკეთოს). შემდეგ კი წითელ მასას კარგად შეათქვიფეთ — ასე ბისკვიტი უფრო ფუმფულა და მაღალი გამოვა.გააცხელეთ ღუმელი 175°C-ზე. ჯობს ცომი 16 სმ დიამეტრის სამ ფორმაში გაანაწილოთ, რათა ბისკვიტები თანაბრად გამოცხვეს. ან გამოაცხვეთ ერთ ფორმაში, მაგრამ აკონტროლეთ ტემპერატურა და გამოცხობის პროცესი. თუ სილიკონის ფორმაში აცხობთ, პირდაპირ ჩაასხით ცომი, მოასწორეთ და შედგით ღუმელში, ხოლო თუ ლითონისაში — მაშინ ცომის ჩასხმამდე ცხიმი მოუსვით ან პერგამენტი მოაფინეთ.თუ ცომი სამად გაყავით, მაშინ თითო ბისკვიტის გამოცხობას დაახლოებით 25-30 წუთი დასჭირდება, ხოლო თუ ერთიანად აცხობთ, მაშინ 50 წუთი მაინც უნდა იყოს ღუმელში. მზადყოფნა შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩხირის ჩარჭობით.როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან, ამოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააცივეთ — რამდენიმე საათის განმავლობაში.სანამ ბისკვიტი ცივდება, მოამზადეთ კრემიკრემისთვის დაგჭირდებათ:გაითვალისწინეთ: ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.მომზადების წესიხაჭო, ნებისმიერი ცხიმიანობის არაჟანი, თაფლი (ან დამატკბობელი) და ვანილი ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, სანამ ღია ფერის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). მერე კი გაზარდეთ სიჩქარე და განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ ღია, ფუმფულა, კრემისებრ მასას არ მიიღებთ.ტორტის აწყობაროდესაც ბისკვიტიც გაცივდება და კრემიც მზად იქნება, დაიწყეთ ტორტის აწყობა.თუ ცალ-ცალკე გამომცხვარი კორჟები გაქვთ, თავები დანით მოუსწორეთ - მოაჭერით ამოზნექილი ნაწილები; თუ ერთი მთლიანი კორჟი გაქვთ, გაჭერით სამ ნაწილად.შემდეგ დადეთ ერთი კორჟი ლანგარზე და მუსვით კრემი, მოასწორეთ და დაადეთ ზემოდან მეორე კორჟი, შემდეგ – მესამე.შემოუსწორეთ გვერდები, ზემოდან მორთეთ კორჟებიდან აჭრილი ნაწილებითა და კრემით, შედგით მაცივარში — უმჯობესია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265925722_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_4d506ddca0626e0a6064176231ba8899.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო
ტორტი „წითელი ხავერდი“, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ხაჭოს უნაზესი კრემით იმათაც კი ხიბლავს, ვისაც ტრადიციული ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
მისი გამოცხობა ბევრად მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი ტორტისა და პირველივე ცდაზე გამოდის.
რაც მთავარია, მისით პირის ჩატკბარუნება დიაბეტიკებსაც შეუძლიათ და სწორი კვების მოყვარულებსაც.
ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ
ჭვავის, სიმინდის, ბრინჯისა და ხორბლის ფქვილი (თითოეული 50 გ) - სულ 200 გრამი;
საკვები საღებავი წითელი - 5 გ.
ჩაასხით კეფირი თასში და დაუმატეთ სოდა, გააჩერეთ 10-15 წუთი.
ამასობაში გაცერით ყველა ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი;
გამოარჩიეთ კვერცხის გულები ცილისგან. ცილა გვერდზე გადადეთ (დაგჭირდებათ), ხოლო გულები სტევიასთან ან ერითრიტოლთან ერთად (შაქრის შემცველელები) მოათავსეთ თასში და თქვიფეთ, ვიდრე არ გათეთრდება;
ამის შემდეგ ჩაასხით მასში საკვები საღებავი და ჩაყარეთ ვანილი. ურიეთ, სანამ ფერი არ გათანაბრდება;
მოასხით მომზადებული მშრალი ინგრედიენტები და მოზილეთ თხელი ცომი. ჩაასხით კეფირის ნარევი, კიდევ ერთხელ აურიეთ მიქსერით.
კვერცხის ცილებს მოაყარეთ მწიკვი მარილი და თქვიფეთ, სანამ კარგად არ გამაგრდება (მდგრადი „წვერები“ უნდა გაიკეთოს). შემდეგ კი წითელ მასას კარგად შეათქვიფეთ — ასე ბისკვიტი უფრო ფუმფულა და მაღალი გამოვა.
გააცხელეთ ღუმელი 175°C-ზე. ჯობს ცომი 16 სმ დიამეტრის სამ ფორმაში გაანაწილოთ, რათა ბისკვიტები თანაბრად გამოცხვეს. ან გამოაცხვეთ ერთ ფორმაში, მაგრამ აკონტროლეთ ტემპერატურა და გამოცხობის პროცესი. თუ სილიკონის ფორმაში აცხობთ, პირდაპირ ჩაასხით ცომი, მოასწორეთ და შედგით ღუმელში, ხოლო თუ ლითონისაში — მაშინ ცომის ჩასხმამდე ცხიმი მოუსვით ან პერგამენტი მოაფინეთ.
თუ ცომი სამად გაყავით, მაშინ თითო ბისკვიტის გამოცხობას დაახლოებით 25-30 წუთი დასჭირდება, ხოლო თუ ერთიანად აცხობთ, მაშინ 50 წუთი მაინც უნდა იყოს ღუმელში. მზადყოფნა შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩხირის ჩარჭობით.
როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან, ამოიღეთ ფორმიდან და ბოლომდე გააცივეთ — რამდენიმე საათის განმავლობაში.
სანამ ბისკვიტი ცივდება, მოამზადეთ კრემი
თაფლი - 120 გ ან დამატკბობელი - 1 ს.კ;
გაითვალისწინეთ: ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.
ხაჭო, ნებისმიერი ცხიმიანობის არაჟანი, თაფლი (ან დამატკბობელი) და ვანილი ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, სანამ ღია ფერის არ გახდება (დაახლოებით 3-4 წუთი). მერე კი გაზარდეთ სიჩქარე და განაგრძეთ თქვეფა მანამ, სანამ ღია, ფუმფულა, კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
როდესაც ბისკვიტიც გაცივდება და კრემიც მზად იქნება, დაიწყეთ ტორტის აწყობა.
თუ ცალ-ცალკე გამომცხვარი კორჟები გაქვთ, თავები დანით მოუსწორეთ - მოაჭერით ამოზნექილი ნაწილები; თუ ერთი მთლიანი კორჟი გაქვთ, გაჭერით სამ ნაწილად.
შემდეგ დადეთ ერთი კორჟი ლანგარზე და მუსვით კრემი, მოასწორეთ და დაადეთ ზემოდან მეორე კორჟი, შემდეგ – მესამე.
შემოუსწორეთ გვერდები, ზემოდან მორთეთ კორჟებიდან აჭრილი ნაწილებითა და კრემით, შედგით მაცივარში — უმჯობესია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.
ესაა და ეს, თქვენი „წითელი ხავერდი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!