რა დროს ღალატობს ქალი - მამაკაცის სამი საბედისწერო შეცდომა

CC BY 2.0 / capt_tain Tom / ქალის სილუეტი
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ქალის ფსიქიკის მუშაობის მხოლოდ სამი მნიშვნელოვანი პრინციპი არსებობს. თუ ეს პრინციპები, ყველა ან ერთი მაინც დარღვეულია, ჩათვალეთ, რომ მამაკაცს ქალი ღალატობს, ან უღალატებს…
მაგრამ კაცმა შეიძლება ეს ჯერ არც იცოდეს და კიდევ მრავალი წელი ვერც გაიგოს, რატომ მიატოვეს.
ქალის მოთხოვნები მრავალფეროვანია, მაგრამ მათი სამამდე დაყვანა შეიძლება. თუ ერთი აგური მაინც ეცლება ამ სამ საბაზისო „მოთხოვნას“, ჩათვალეთ, რომ მთელი შენობა ინგრევა.
მამაკაცებო, თუ გინდათ, რომ ერთ დღესაც რქიანმა არ გაიღვიძოთ და პრობლემები არ შეგექმნათ, გაითვალისწინეთ ეს სამი მარტივი რამ, რაც ქალს მუდამ სჭირდება:
1. დაცვა
ეს მხოლოდ ხულიგნებისგან დაცვა არაა. ცოლი შედარებით უწყინარი, მაგრამ უფრო დამანგრეველი რამეებისგან უნდა დაიცვათ.
ეჭვიანობა – ახირება თუ დაავადება და ვის უფრო ანგრევს ის – ქალსა თუ მამაკაცს>>
მაგალითად, დაიცვათ საკუთარი დედის მრისხანებისგან, თუ ერთად ცხოვრობთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა არცთუ თვალსაჩინო. საერთოდ კი, ჯობს სხვის სახლში ცხოვრების დამცირებისგან დაიცვათ და ბინა იქირაოთ.

მზად უნდა იყოთ, დაიცვათ გაბოროტებული უფროსისგან, მისცეთ ამოსუნთქვისა და უკეთესი სამსახურის პოვნის საშუალება. იდეალური იქნება, თუ საერთოდ მატერიალური პრობლემებისგან დაიცავთ.
მამაკაცის ზრუნვის საგანი უნდა იყოს ქალის დაცვა ყველაფრისგან, რისიც მას ეშინია და თავად ვერ უმკლავდება. მამაკაცის საბაზისო ფუნქციაა სიმშვიდისა და უსაფრთხო არსებობის უზრუნველყოფა.
თუ ვერ აძლევ ამას, ნუ გეწყინება ღალატი. გახსოვდეს, თუ მის გვერდით არ იყავი, როცა მას დაცვა სჭირდებოდა, შენ განშორებისკენ გადადგი ნაბიჯი. თუ ამ დროს ნასვამი იყავი, ან მუშაობდი, ან მეგობრებთან ერთობოდი — ეს გამართლება არ არის.
2. დახმარება
ეს სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. თუ ცოლს დახმარებაზე უარს ეუბნები, ეს ნიშნავს, რომ ეუბნები — არ მიყვარხარ. ამის სანაცვლოდ როგორი დამოკიდებულება გინდა?
მაშინაც უნდა დაეხმარო, თუ საქმე „კაცის საქმედ“ არ მიგაჩნია. თუ ხედავ, რომ ვერ უმკლავდება, დაეხმარე.
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

დაეხმარე, როცა ბავშვზე ზრუნვისას იღლება, როცა საყიდლებზე უნდა წასვლა — თვითონ წადი და მძიმე ჩანთების თრევა აღარ მოუწევს; დაეხმარე, როცა ხედავ, რომ სამსახურში საქმე თავზე საყრელად აქვს — დახვდი ავტომანქანით, მოუმზადე ვახშამი…
როცა სუსტად გრძნობს თავს და არ ეხმარები, მის თავში იბადება წყენა და გაბრაზება, სწორედ ამ დროს შესაძლოა ღალატიც… შედეგი არ უნდა გეწყინოს, თავად ხარ დამნაშავე!
3. ინტიმური ემოციები
ქალისთვის სიახლოვეც საჭიროა, მაგრამ ისეთი არა, როგორც მამაკაცს სჭირდება.
სინამდვილეში უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ესაა გაუგებრობისა და ღალატის მიზეზი.
ქალისთვის საწოლში უფრო ემოციაა მნიშვნელოვანი, ვიდრე, ვთქვათ, რამდენჯერ მოხდა ეს…
ქალი მამაკაცისგან ვნებას, სურვილს, სინაზეს, რაღაც ახალს ელოდება. მარტო ქალმა არ უნდა იკითხოს წიგნები „როგორ დავაკმაყოფილოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცი“. მამაკაცმაც უნდა ისწავლოს ბევრი რამ. ამაზე ორივემ უნდა იმუშაოს და არა მხოლოდ ქალმა.
თუ ქალი საწოლში სათანადო ემოციებით არ ივსება, ამ ემოციებს ის სხვისგან მიიღებს…
ყველა ახალი ამბავი
0