ქართველი პიანისტი შესაძლოა რუბინშტეინის კონკურსის გამარჯვებული გახდეს: როგორ მივცეთ ხმა

© courtesy of Giorgi Gigashviliგიორგი გიგაშვილი
გიორგი გიგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
ფინალში, სადაც გიგაშვილი გავიდა, ექვსმა კონკურსანტმა უნდა შეასრულოს კამერული მუსიკის ნაწარმოები, კლასიკური კონცერტი და დიდი კონცერტი.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის მე-17 საერთაშორისო პიანისტთა კონკურსის ფინალში გავიდა, მისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის ფინალური ეტაპის დასკვნითი კონცერტი დღეს, 30 მარტს იმართება. გიორგი გიგაშვილი პუბლიკის წინაშე 29 მარტს წარდგა, თუმცა კენჭისყრა გრძელდება. ხმის მიცემა შეუძლიათ არა მხოლოდ ჟიურის წევრებს, არამედ რიგით მოქალაქეებს.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბმულზე.
არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი 1974 წლიდან თელ-ავივში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კონკურსი 14-დან 31 მარტამდე გაგრძელდება.
კონკურსის პირველ ეტაპზე 39 პიანისტი შეირჩა, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 16 მათგანი გადავიდა. ფინალში, სადაც გიგაშვილი გავიდა, ექვსმა კონკურსანტმა უნდა შეასრულოს კამერული მუსიკის ნაწარმოები, კლასიკური კონცერტი და დიდი კონცერტი.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0