რატომ უნდა სვათ ვარდის ჩაი: სასარგებლო თვისებები და მომზადების წესი

© Pixabay / HCshearerვარდის ჩაი
ვარდის ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ისეთი ძალიან პოპულარული ყვავილი, როგორიცაა ვარდი, შესანიშნავი პროდუქტია მურაბის, შარბათისა და ჩაის მოსამზადებლად, ვინაიდან ამ მცენარეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო თვისებები აქვს, წერს Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექსპერტები განსაკუთრებთ უსვამენ ხაზს ვარდის ჩაის სასარგებლო თვისებებს და ამასთან მისი მომზადების რეცეპტსაც გვთავაზობენ.
მათი თქმით, ვარდის ფურცლების მთავარი სამკურნალო კომპონენტი ეთერზეთებია, რომლებიც ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემის აღდგენას, უჯრედების გაახალგაზრდავებას, ჭრილობების შეხორცებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურ მუშაობას.
გარდა ამისა, ვარდის ფურცლებში ასევე შედის ვიტამინები С და К, ასევე В-ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, იოდი, რკინა, სელენი და თუთია. ეს მინერალური ნივთიერებები აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისა და ნივთიერებათა ცვლისათვის.

ვარდის ჩაის სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას;
ეხმარება ტონზილიტის განკურნვას;
აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;
წმენდს, ატენიანებს და აღადგენს კანს;
ამშვიდებს ნერვებს და აღკვეთს დეპრესიებს;
აქვს ანტისეპტიკური და დამცავი მოქმედება;
გამოიყენება ჭრილობების გასაწმენდად;
ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას;
ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს;
კურნავს შარდმდენი გზების ინფექციებს;
არეგულირებს სისხლში შაქრის ნორმალურ დონეს;
აძლიერებს იმუნიტეტს.

ახდუნებს თუ არა?

აქვს რა მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ვარდის ჩაი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან წმენდს და იცავს მას წონის მატების გამომწვევი პრობლემებისგან — სტერესებისა და დეპრესიებისგან. ამიტომაც შედის პოლიფენოლებით მდიდარი ვარდის ჩაი დიეტურ კვებაში.

ვარდის ჩაის მომზადება

აიღეთ ორი ჭიქა ვარდის ფურცლები — ოღონდ ისეთი ვარდისა, რომელიც პესტიციდებით არ იქნება შეწამლული.
გარეცხეთ ფურცლები და დააცადეთ გაშრობა.
ჩაყარეთ მშრალი ფურცლები ჩაიდანში, დაამატეთ სამი ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით — გნებავთ ცხლად, გნებავთ — ცივად.
ასეთი ჩაი შეგიძლიათ მაცივარშიც შეინახოთ.
თუ დაუტკბობლად ვერ დალევთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0