დაიკეტება თუ არა მეტროს სადგური „ვარკეთილი" რემონტის გამო

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი"
მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
სამუშაოები ერთი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს, აღნიშნავენ კომპანიაში.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ამ ეტაპზე არ არსებობს მეტროს სადგურ „ვარკეთილის" დაკეტვის აუცილებლობა, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, განუცხადეს მედიაპლატფორმა BMG-ს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიაში.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვარკეთილის" ჭერის დემონტაჟისთვის სადგური ორი თვით – ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტებოდა. ჭერს, რომელიც სადგურის წინა რეკონსტრუქციის შემდეგ მალევე ჩამოინგრა, ახლა თანამედროვე მასალებით გაარემონტებენ.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგური „ვარკეთილი"
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
მეტროს სადგური „ვარკეთილი"
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თუ სადგურის დაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ გაიზრდება ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობა.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგური „ვარკეთილი"
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
მეტროს სადგური „ვარკეთილი"
"ვარკეთილის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი" ახორციელებს, რომელმაც ბოლოს მეტროს სადგურ „ავლაბრის" სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.
რეკონსტრუქცია ითვალისწინებს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგური „ვარკეთილი"
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
მეტროს სადგური „ვარკეთილი"
ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც მაშინ 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
გარემონტდება თბილისის მეტროს კიდევ 12 სადგური>>
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის" აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის" მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარუდგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0