ბათუმი პირველ ადგილზე - ექსპერტი აგვისტოში ტურისტულ ნაკადებზე

© photo: Sputnik / Stringerღამის ბათუმი
ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
გასული წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. 2022 წელს ქვეყანას 3,6 მილიონი ტურისტი ეწვია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის საკურორტო ქალაქი ბათუმი მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობით ლიდერი იქნება, განაცხადა Sputnik-საქართველოსთან ექსპერტმა ტურიზმის სფეროში ნიკო კვარაცხელიამ.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა და წარმატებით გრძელდება – საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა. წელს რეგიონში 4 მლნ-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.

„ბათუმი პირველ ადგილზე იქნება. რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, კახეთი, ყაზბეგი და, რა თქმა უნდა, თბილისი ტურისტებით უფრო მეტად იქნება დატვირთული, ვიდრე ქვეყნის სხვა კუთხეები", – განაცხადა კვარაცხელიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურიზმზე დადებითად აისახება ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grand-ის შემოსვლაც, რომელსაც ტურისტები სოჭიდან თურქეთში გადაჰყავს.
პირველმა რეისმა სტარტი 22 ივლისს აიღო, 850 ტურისტი უკვე გაემგზავრა ერთკვირიან კრუიზში. ბათუმში ლაინერს 29 ივლისს ელოდებიან.
ექსპერტის თქმით, ბათუმისთვის ერთბაშად 850 ტურისტი არ არის ცოტა და, საერთოდ, ქვეყანაში საკრუიზო ლაინერების შემოსვლა მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონს მდიდარი ადამიანები სტუმრობენ.

„საკრუიზო მოგზაურობა თავისთავად ძვირია. მათი შეძენა ძირითადად მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ. ამ ტურისტებიდან ბათუმი ერთ დღეში საკმაო დიდ შემოსავალს მიიღებს. იქნება დატვირთვა რესტორნებზე, გასართობ ადგილებზე", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, საქართველოში ტურისტულ ამინდს ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები ქმნიან.
„ეს ტურისტების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 80%-ია, რომლებიც ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან. სწორედ ისინი ქმნიან ამინდს. ვფიქრობ, აგვისტო შედარებით მეტად დატვირთული იქნება, ვიდრე ივლისი", – განაცხადა ექსპერტმა.
რამდენი ტურისტი შემოვიდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი მონაცემები>>>
გასული წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. 2022 წელს ქვეყანას 3,6 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 131,6%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. საქართველომ 2019 წლის მაჩვენებლები 71,9%-ით აღადგინა. ხელისულება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ახალი რეკორდი დამყარდება.
საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა – 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ით მეტი.
საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა. ვიზიტების საერთო რიცხვიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 90,8%-ით აღდგა.
ყველა ახალი ამბავი
0