ბაქო-თბილისი-ანკარა: სამი დედაქალაქი შეიძლება ჩქაროსნულმა მატარებელმა დააკავშიროს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2023
გამოწერა
მატარებლის შემადგენლობაში შეიძლება იყოს Stadler Rail Group-ის წარმოების სამგზავრო საძილე ტიპის ვაგონები.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ბაქო–თბილისი–ანკარის მარშრუტით შეიძლება ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს, განუცხადა „აპა-ეკონომიკსს“ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ სამგზავრო გადაზიდვების დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა აზერ ფარაჯოვმა.
კორონავირუსის პანდემიამდე კურსირებდა თბილისი–ბაქოს მატარებელი. აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოდან ჩასვლა დაახლოებით 12 საათში იყო შესაძლებელი.

„როგორც პოსტპანდემიური ზომების ჩვენი პაკეტის ნაწილი, სახმელეთო სახელმწიფოთშორისი საზღვრების გახსნის შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს ჩქაროსნული მატარებლის რეისები ბაქო–თბილისი–ანკარის მარშრუტით, რომლის შემადგენლობაში იქნება კომპანია Stadler Rail Group-ის წარმოების სამგზავრო საძილე ტიპის ვაგონები“, – აღნიშნა ფარაჯოვმა.

აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ჯერ არ გაუხსნია. ქვეყნებს შორის მხოლოდ ავიამიმოსვლაა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ივნისში კიდევ გააგრძელა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინი 2 ოქტომბრამდე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0