ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Stringerგზის რემონტი
გზის რემონტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
შეზღუდვა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. საგზაო სამუშაოები 4 აგვისტოს დაიწყო და ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო.
შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან კოტე მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
მითითებულ მონაკვეთზე დროებით შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, კერძოდ: N408 და N420 მიკროავტობუსები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის ქუჩების, ასევე მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები ჩატარდება, სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები.
ყველა ახალი ამბავი
0