სიყვარულით მოქსოვილი თოჯინები, რომელიც ცხოვრებას გიხალისებს

© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე თავის ნაქსოვ სათამაშოებთან ერთად
ნინო მელაძე თავის ნაქსოვ სათამაშოებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
ნინო მელაძემ თოჯინების ქსოვა პანდემიის დროს დაიწყო.
დამეთანხმებით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქმე, რომლითაც დაკავებული ხარ, სიამოვნებას განიჭებს. ჩვენი მასალის გმირიც მათ შორისაა, ნინო მელაძეს ზოგჯერ სინანულიც იპყრობს იმაზე, ადრე რატომ არ დაიწყო თოჯინების ქსოვა, რაც მთავარია, გაჩერებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ საკუთარი ხელნაკეთი არსებები ცოცხალივით უყვარს, ამიტომ სანამ ადრესატამდე მივლენ, მათ გულში იხუტებს და ეფერება, რადგან თითოეულ მათგანში დიდ სითბოსა და სიყვარულს აქსოვს. ოთხი ქალიშვილის დედამ თოჯინების ქსოვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გამოფენილი ნაკეთობები ახლობლებმა შეუქეს.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ქალბატონო ნინო, რომელი იყო ნამუშევარი, რომელიც თქვენი საქმიანობის სტიმულად იქცა?
- თოჯინების ქსოვის სურვილი პანდემიის დროს გამიჩნდა. მინდოდა იძულებითი განმარტოების მოწყენილობა და ერთფეროვნება რაიმეთი გადამეფარა და ცხოვრება გამეხალისებინა. ვიფიქრე, იქნებ თოჯინების ქსოვა დავიწყო–მეთქი. ინტერნეტში როცა ვხედავდი ნაქსოვ თოჯინებს, ძალიან მომწონდა.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ამ საქმეს თავისი წინაპირობაც ექნება, რა დაგეხმარათ?
- სხვათა შორის, ფანტაზიაც მიწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ოთხი ბავშვისთვის სხვადასხვა დროს რამდენი ზღაპრის მოგონება და მოყოლა მიწევდა. ამიტომ, ვფიქრობ, ახალი თოჯინური გმირების შექმნა არ გამიჭირდება. ჩემი ძირითადი შემფასებლები მეუღლე და შვილები არიან. რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მათგან რჩევებსაც ვიღებ.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ოჯახურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი ქალიშვილებიდან რომელიმე თუ გაყვა თქვენს კვალს?
- მართალია, როცა ამბობენ, რომ ოჯახში შექმნილ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს პატარებისთვის, ისინი ხომ იმას იმეორებენ, რასაც უფროსებისგან ხედავენ. ჩემს პატარა გოგონას ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს სულ ხატავს. საჯარო სკოლაში ხატვის წრეზე დადიოდა.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად
ნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
ნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად
- რას მასალას იყენებს ხატვის დროს?
- ის არა მარტო ფანქრით, გუაშით და აკვარელითაც ხატავს. არ აქვს მნიშვნელობა გამოვა თუ არა მხატვარი, მთავარია, ხელოვნების დამფასებელი იქნება და ეს კი ცხოვრებაში გემოვნებას და განწყობას ჩამოუყალიბებს.
- თოჯინების გაკეთების დროს თუ გეხმარებათ?
- ჩვენ ერთად ვარჩევთ ხოლმე თოჯინების ფერებს, იმას, თუ როგორი ფერის სამოსი ჩავაცვათ, როგორი თმის ფერი მოუხდებათ. მიხარია, რომ ოჯახის წევრებს მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მათი ქება ყოველთვის იმის სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე
ნინო მელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
ნინო მელაძე
- ეს საქმე ალბათ ბედნიერებასაც განიჭებთ...
- დიახ, ასეცაა, საყვარელი ადამიანებისთვის გულის გახარება ბედნიერებას მანიჭებს, ამიტომ სახლში არც ერთი თოჯინა აღარ მაქვს. მათი ნაწილი გაჩუქებულია, ნაწილი- შეკვეთით მოქსოვილი და გაყიდული. ეს, ერთი მხრივ, საწყენია, მაგრამ, მეორე მხრივ, მახარებს, რადგან იყიდება. იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ფასდება.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0