მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოში პირველი: ჩინეთში მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური ამუშავდა

© AP Photo / Martin Meissner
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ჩინეთმა მსოფლიოში პირველი მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური აამუშავა, იუწყება ქვეყნის ენერგეტიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია.
მაღალტემპერატურული გაზგამაცივცებელი რეაქტორის მქონე ობიექტი „შიდაოვანი“ პროვინნცია შანდუნში მდებარეობს. ატომურმა ელექტროსადგურმა სატესტო რეჟიმში 168 საათი იმუშავა, რის შემდეგაც ის კომერციულ ექსპლუატაციაში შევიდა.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთმა მსოფლიოში წამყვან დონეს მიაღწია მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიების კვლევაში, განვითარებასა და გამოყენებაში“, - ნათქვამია ენერგეტიკის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, მეოთხე თაობის აეს-ის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა − ეს მისი უსაფრთხოებაა ელექტროენერგიის წარმოების სფეროში და, შესაბამისად, ასეთ ატომურ ელექტროსადგურებს ფართო პერსპექტივები აქვს.
მანამდე, მიმდინარე წლის აგვისტოში, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი ჩინური კომპანია China National Nuclear Corp-ის მიწვევას გეგმავდა ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. გამოცემის ცნობით, CNNC-მა მშენებლობაში მონაწილეობის განაცხადიც კი შეიტანა.
ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთი უახლოეს მომავალში გახდებოდა ლიდერი ბირთვული ენერგიის წარმოებაში, რადგან ქვეყანამ ბოლო წლებში ატომური ელექტროსადგურების ყველაზე მასშტაბური მშენებლობა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0