მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი"
მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
„ვარკეთილის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის თებერვალში დაიწყო.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული მეტროს სადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც პროცესი დროში გაიწელა.
„ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს და ზაფხულის ბოლოსთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მეტროს სადგურ „ავლაბარს", როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდ და აქედან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციაც ზაფხულისთვის დასრულდება.
„ვარკეთილის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის თებერვალში დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი" ახორციელებდა, რომელმაც მანამდე მეტროს სადგურ „ავლაბრის" სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.
რეკონსტრუქცია ითვალისწინებს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას.
ეს აღნიშნული მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც მაშინ 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის" აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის" მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0