პატარა სამზარეულო: ვიზუალური გადიდებისა და დეკორაციის იდეები

13932
4/3/2020 1:55:58 PM


პატარა სამზარეულოს დიზაინი - პატარა ამოცანა არ არის, რადგან თქვენ მასში უნდა მოათავსოთ ყველაფერი, რაც ძალიან გჭირდებათ: სამზარეულოს კომპლექტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამზარეულოს ავეჯი და თანაც ისე, რომ დარჩეს „საფუსფუსე“ ადგილი, იყოს კომფორტული, ფუნქციონალური და გონივრულად გათვლილი. შესაძლოა, ეს წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა დიზაინერებმა კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა დიასახლისის სასარგებლოდ. ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორ შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა სამზარეულო და რა დეკორაცია უნდა გამოიყენოთ.


როგორი დიზაინი შევარჩიოთ პატარა სამზარეულოსთვის

მცირე სამზარეულოს დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ სურვილები და უპირატესობები: როგორი სტილის ინტერიერი გსურთ და როგორ შედეგს ისურვებდით. ასეთი ოთახის შესაფერი ვარიანტებია:


  • მინიმალიზმი ან მაღალტექნოლოგიური;
  • ეკო სტილი;
  • სკანდინავიური;
  • პროვანეს სტილი.


დიზაინერები არ გვირჩევენ კლასიკური სტილის გამოყენებას პატარა სამზარეულოს ინტერიერში, რადგან ის გულისხმობს როგორც დიდი ზომის სამზარეულოს კომპლექტის დაყენების შესაძლებლობას, ასევე უამრავი მცირე დეკორატიული ელემენტების გამოყენებას. პატარა სივრცეში კი, ასეთი სტილი, სამზარეულოს კიდევ უფრო შეამცირებს.


მოგცემთ რამდენიმე  პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ  გააფართოვოთ თქვენი სამზარეულო. გამოიყენეთ დეკორატიული მასალების მსუბუქი, ღია ფერები: თეთრი, რძისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი. მოცემულ ფერებს სივრცის ვიზუალურად გაფართოება შეუძლიათ, რადგან მატებენ სინათლეს. ნათელი ოთახი კი, ყოველთვის აფართოებს ვიზუალურად სივრცეს. ამიტომ, უმჯობესია მოერიდოთ მყვირალა, ან მუქ ფერებს, ან და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ მათი მშვიდი ვარიაციები: მაგალითად, რბილი ლავანდისფერი მუქი იასამნისფერის ნაცვლად, ატმისფერი-კაშკაშა სტაფილოსფერის ნაცვლად და ა.შ. ნათელი კედლების ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნეიტრალური ფერის კედლის გაჯერება შეიძლება სხვადასხვა მუქი ფერის უჩვეულო დეკორით.


სამზარეულოს ზოგად კონცეფციაზე ფიქრის დაწყებისას, გამოიყენეთ „სამი ფერის წესი“ (დიზაინში გამოიყენეთ მხოლოდ სამი ძირითადი ჩრდილი). მოიფიქრეთ, რომელი მათგანი იქნება ძირითადი ფერი ამის შემდეგ შეარჩიეთ მისი კომპანიონი ფერები. ნუ მიმართავთ, ძალიან ბევრ ფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერი ძალიან გადაიტვირთება და საკმაოდ თვალშისაცემი იქნება.  თუ თქვენ საკვანძო ფერად აირჩევთ, რომელიმე ცივ ფერს, ამ შემთხვევაში სხვა ჩრდილებიც უნდა იყოს ცივი. მაგალითად, ლამინატის ან პარკეტის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხის ფერის შედარებით ცივი ვარიაციები გამოიყენოთ.


უარი თქვით რთულ ორნამეტებსა და ნახატებზე, იქნება ეს ფოტო-შპალერი თუ კედლის პანელი რთული გამოსახულებით. ყველა ეს ელემენტი აუცილებლად შეამცირებს სივრცეს. თუ ინტერიერში მრავალფეროვნება გსურთ, უმჯობესია შეარჩიოთ კონტრასტული ტექსტურები. მაგალითად, მქრქალი და პრიალა, ან კიდევ თაბაშირის იმიტაცია, რომლისგანაც უამრავი დეკორაცია კეთდება. მისი შექმნა საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.


ნახეთ ფოტოებში პატარა სამზარეულოს დიზაინის რამდენიმე კარგი მაგალითი.


3465

3466

3467

3468

3471

3477


როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო (დიზაინერების რჩევები)?

მცირე სამზარეულოსათვის ავეჯის არჩევისას, მნიშვნელოვან საკითხს მათი განლაგება და სწორად შერჩევა წარმოადგენს. სასურველია, დაიწყოთ თვითონ ოთახის გეგმით - ზედაპირული ხედით, რომლის ნახაზიც შეგიძლიათ შეადგინოთ თვითონ ან კომპიუტერის მეშვეობით. ეს საშუალებას მოგცემთ გადაანაწილოთ პრიორიტეტები და კომპეტენტურად მიუდგეთ დაგეგმვის საკითხს.


ავეჯის კუთხური განლაგება-შესანიშნავი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წაგრძელებული, მართკუთხა ოთახი გაქვთ. ამავე დროს თქვენ შეგიძლიათ არ გამოიყენოთ კედლის მთლიანი სიგრძე და დატოვოთ ოთახში სასადილო ფართობი ან მოსასვენებელი ადგილი თუ  პატარა- სამზარეულო-მისაღები ოთახი გაქვთ. კუთხის ვარიანტი ასევე შესაფერისია კვადრატული ოთახისთვისაც.



ვიზუალურად გასადიდებელი რამდენიმე ვარიანტი

წაშალეთ კედელსა და ჭერს შორის საზღვარი. ამისათვის გამოიყენეთ ერთი ფერი და სტრუქტურა. მაგალითად, სამზარეულოს ნაკრების მიღმა კედელი გააფორმეთ რაიმე დეკორით, რომელიც გადავა ჭერზე. მთავარია ის იყოს ღია ფერის. იდეალური ვარიანტია ეკოს და პროვანეს სტილი.


თუ თქვენ მცირე სამუშაო ზედაპირი გაქვთ, გამოიყენე ფანჯრის რაფა. ის შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც დამოუკიდებელი ელემენტი, მაგრამ ამავე დროს, ფრთხილად და შეუმჩნევლად გადიოდეს ნებისმიერი სხვა დანიშნულებისთვის.


ჩვეულებრივი კარებების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაწევი კარებები- ისინი ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებენ.
თქვენ ვერ შექმნით მყუდრო სამზარეულოს დეკორატიული წვრილმანების გარეშე. ისინი მატებენ ორიგინალურობას, სითბოსა და სიმყუდროვეს. მაგრამ დეკორი აუცილებლად უნდა ერწყმოდეს  ერთმანეთს. ეცადეთ, დეკორატიული წვრილმანები ერთი კოლექციიდან შეიძინოთ ან ერთი სტილის იყოს. 


3479



სტატიის ავტორია ss.ge

შეტყობინებები

Alternate Text
Inactive
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Unable to correspond with blocked users
Unable to continue correspondence on inactive application
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა