ra unarebia sachiro rom kargi maswavlebeli iyo

რა უნარებია საჭირო, რომ კარგი მასწავლებელი იყო

2422
3/17/2023 11:25:38 PM


მასწავლებელი ის ადამიანია, რომელთანაც ბავშვი მშობლის შემდეგ ყველაზე მეტ დროს ატარებს და მისგან ძალიან ბევრს სწავლობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, გარდა იმ საგნისა, რომელსაც მასწავლებელი ბავშვებს ასწავლის, სხვა ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც იღებენ მისგან. შესაბამისად, მშობელმაც დიდი დაკვირვებით უნდა შეარჩიოს მასწავლებელი საკუთარი შვილისთვის და თავისმხრივ, ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ბავშებთან ურთიერთობას თან ახლავს და კეთილსინდისიერად და სიყვარულით აკეთოს საქმე.

კარგი მასწავლებლობა მხოლოდ სასწავლო საგნის კარგად ცოდნას არ ნიშნავს. მასწავლებებს არამხოლოდ იმ სფეროში კომპეტენტურობა მოეთხოვებათ, რომელსაც ბავშვებს ასწავლიან, არამედ მათ უნდა იცოდნენ სწავლების მეთოდიკა, ბავშვთან მიდგომები და მათი ფსიქოლოგიაც. რაც მთავარია, მასწავლებლებს უნდა უყვარდეთ ბავშვები და ჰქონდეთ მზაობა, რომ ყველა თაობა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალური და მიდგომაც განსხვავებული სჭირდებათ.

კომპეტენტურობა ერთერთია მთავართაგან, რაც კარგ მასწავლებელს სჭირდება. მასწავლებელი ბავშვის თვალში არის ადამიანი, რომელთანაც კითხვებზე პასუხის პოვნას შეძლებს. განსაკუთრებით სენსიტიურია დაწყებითი კლასების მასწავლებლების როლი, რომლებსაც სწავლების გარდა აღზრდის მეთოდებიც აქვთ შეთავსებული, პატარებს კი უამრავი შეკითხვა აქვთ სამყაროს შესახებ და ახალ გარემოში გადაინაცვლებენ, სწორედ მასწავლებელია მათთვის ის ადამიანი, რომელთანაც ეძებენ პასუხებს და სჯერათ, რასაც მასწავლებელი ეტყვის.


განვითარების სურვილი ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელი მამოძრავებელი ძალაა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება მიდგომები, იხვეწება განათლების სისტემა, ძალაში შედის მრავალი ახალი მეთოდი და გარდა ამისა, ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. ჩვენს უახლოეს წარსულში ამის მაგალითი იყო კოვიდ 19-ის დროს სასწავლო პროცესის მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ამ კუთხით, მასწავლებლებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ სასწავლო პროცესი და ბავშვების განვითარება არ შეფერხებულიყო და ფორსმაჟორულ სიტუაციაში განათლების ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში ჰქონოდათ ბავშვებს. მასწავლებლებს თვითგანვითარების სურვილი ეხმარებათ რომ მუდმივად მოსწავლეებისთვის საყვარელ პედაგოგებად დარჩნენ, გაუგონ მათ და ახალი თაობების გარემოცვაში თავი უცხოდ არ იგრძნონ. ეს ბავშების და მასწავლებლის ურთიერთობას უფრო თბილს ხდის და დაახლოებაში ეხმარება. სიახლეებთან ადაპტაციის უნარი არის ერთერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია მასწავლებლებისთვის.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდიკა  და ბავშვის და მოზარდის ფსიქოლოგიის ცოდნა. როდესაც ადამიანი იღებს პედაგოგიურ განათლებას, მას ასწავლიან ბავშვთან და მოზარდთან მიდგომებს, მეთოდიკას, თუ როგორ უნდა მიაწოდოს საგანი ბავშვს, რომ მისთვის გასაგები იყოს. გადმოცემის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა საქმე გვქონდეს ძალიან განათლებულ ადამიანთან, მაგრამ მან არ იცოდეს მეთოდი, თუ როგორ აუხსნას ბავშვს ესა თუ ის საკითხი. ბოლო პერიოდში შესაძლოა გვესმოდეს, რომ ძალიან მარტივია პირველი საფეხურის მოსწავლეების მომზადება, რადგან ის სასკოლო პროგრამა, რომელიც პირველ საფეხურზე ისწავლება, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მარტივია და ყველას შეუძლია ადვილი ამოცანების ამოხსნა თუ მცირე ზომის ლექსებისა თუ მოთხრობების გარჩევა. ერთი შეხედვით დიახ, მარტივია ზრდასრულებისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ პატარა ბავშვისთვის, რომელმაც აქამდე კითხვა არ იცოდა, ასოების და ციფრების ცნობა არ იცის და მისთვის სრულიად ახალ გამოწვევას უმკლავდება, საკმაოდ სერიოზული სტრესია სწავლის დაწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინების უნარი ვიქონიოთ და სწავლების სწორი მეთოდი გამოვიყენოთ, რომელ მეთოდებსაც სწორედ პროფესიით მასწავლებლები სწავლობენ. რთულია დაიყოლიო ბავშვი მეცადინეობაზე, რომლის წამყვანი ქცევაც თამაში იყო და უცებ მისთვის წამყვანი ქცევა სწავლა ხდება. ამიტომ არსებითია, რომ სწორად გაანაწილოთ დროები მეცადინეობასა და შესვენებას შორის, დაიწყოთ სწავლება თამაშების დახმარებით და ნელნელა გადაიყვანოთ ერთი ქცევა მეორეში.

დაბოლოს, კარგი პროფესიონალია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს. გამონაკლისი არც მასწავლებელია, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აბარია, რადგან პატარა ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ მას ბავშვები უყვარდეს და ჰქონდეს მოთმინების უნარი და საქმეს აკეთებდეს მონდომებით და არა ვალდებულების გამო. პიროვნული უნარები, როგორიცაა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა, ნამდვილად დაეხმარება მას კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.

თუ მასწავლებელი ხართ, მსგავსი უნარებით გამოირჩევით და სამსახურს ეძებთ, მის პოვნაში ss.ge-ს დასაქმების კატეგორიაში განთავსებული ვაკანსიები დაგეხმარებათ.


სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
Inactive
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Unable to correspond with blocked users
Unable to continue correspondence on inactive application
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა