ინტერიერის დიზაინი

დიზაინი ლოფტის სტილში - რას ნიშნავს ეს

1504
11.01.2023 16:22:54

ლოფტი არის ინდუსტრიულ-ურბანული ინტერიერის თანამედროვე სტილი, რომელიც ხასიათდება ღია სივრცის სიუხვით და სამრეწველო ელემენტების სიჭარბით. ძალიან მაღალი ჭერი, აგურის შიშველი კედლები, რკინის ნაწილები და მილები, ცემენტის იატაკი და ა.შ.

ლოფტი: ძველი ქარხნებიდან თანამედროვე ქალაქის აპარტამენტებამდე

ეს სტილი ჩაისახა აშშ-ში, სადაც მალევე გახდა მოდური და ძალიან მალე პოპულარობა მოიპოვა ევროპაშიც. ლოფტს უპირატესობას ანიჭებენ შემოქმედებითი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებიც აფასებენ პრაქტიკულობას, კრეატიულობას და მინიმალიზმს. მიუხედავად იმისა, რომ ლოფტის ინტერიერის დიზაინი, საერთო ჯამში, საკმაოდ იაფი უნდა იყოს ლოგიკის მიხედვით, იგი მაინც მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სტილად.

ლოფტის ფესვები გასული საუკუნის 40-იან წლებში მანჰეტენის ინდუსტრიული უბნებიდან იღებს სათავეს. ქალაქის ცენტრში მიწის ქირავნობის ფასების სწრაფი ზრდის გამო, საწარმოები იძულებულნი გახდნენ წარმოება გარეუბნებში გადაეტანათ. ცარიელი შენობები იაფად გაიყიდა, რაც ნიუ-იორკის ბოჰემის წარმომადგენლებმა გამოიყენეს.

ასეთ შენობაში ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ატარებდნენ გამოფენებს, ქმნიდნენ მუსიკას და ცხოვრობდნენ უზარმაზარ ღია სივრცეებში მათი ორგანული შემოქმედებითი მიდგომით. უკვე 1950-იანი წლებისთვის ეს ბინები ძალიან პოპულარული გახდა და საგრძნობლად გაიზარდა ფასი მოსახერხებელი და ელიტური მდებარეობის, სივრცისა და განსაკუთრებული ურბანული ხიბლის გამო. ამრიგად, მიტოვებული ქარხნები და სასაწყობო ფართები ლოფტის სტილის მდიდრულ სახლებად გადაიქცა.

შეერთებული შტატების შემდეგ, კრიზისმა ევროპის ქალაქების უმეტესობა შეარყია. ქარხნებმა და ფაბრიკებმა ცენტრალური ქუჩები გაათავისუფლეს. ცარიელი შენობების აღჭურვა საცხოვრებელი ბინებისთვის დაიწყო და ისინი უკვე მოდური ამერიკული ტენდენციებით ხელმძღვანელობდნენ.


ლოფტის სტილი ინტერიერში: ზოგადი მახასიათებლები

ინგლისურიდან თარგმნილი „ლოფტი“ სიტყვასიტყვით სხვენს ნიშნავს, გალერეას, საწყობის ან ქარხნის შენობის ზედა სართულს. მართლაც, ლოფტის სტილის ინტერიერი თავდაპირველად სახელოსნოს ან საწყობს წააგავს. მაგრამ უფრო ახლოს, შეგიძლიათ შეამჩნიოთ საცხოვრებლის ორიგინალური სტილი და დააფასოთ მისი მფლობელების თამამი გემოვნება.

ლოფტი არის უზარმაზარი ღია სივრცე. მას ხშირად უჭირავს ას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი და ფართო ფანჯრებიდან უხვად ივსება მზის ბუნებრივი შუქით. მისი მთავარი და გამორჩეული თვისებებია მაღალი ჭერი და რაიმე დანაყოფების არარსებობა.

ლოფტის ინტერიერში მოხვედრისას, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაათვალიეროთ ოთახის მოპირდაპირე კუთხე. ასეთ ინდუსტრიულ სივრცეში მხოლოდ ტუალეტი, საძინებელი და სხვა ინტიმური ოთახებია იზოლირებულია ცნობისმოყვარე თვალებისგან. ტუალეტი ყოველთვის იმალება, ხოლო აბაზანა შეიძლება განთავსდეს პირდაპირ საძილე ადგილას.

სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჰარმონიული კომბინაცია სტილის მთავარი კონცეფციაა. ასეთ სივრცეში სიძველის ელემენტები - გაცვეთილი აგურის კედლები, გახეხილი ჩარჩოები, ლითონის კიბეები და სავენტილაციო სისტემები, სრულიად ბუნებრივად გამოიყურება თანამედროვე ტექნიკის, პრაქტიკული განათების სისტემების, ქრომის ნაწილებისა და სარკეების გვერდით.

ლოფტის დიზაინის განმასხვავებელი ელემენტები

ამ უნიკალური სტილის ინტერიერის შესაქმნელად იდეალურია დიდი ოთახი ტიხრების გარეშე (ან მათი მინიმალური გამოყენებით), უზარმაზარი ფანჯრებით და ლოფტისთვის დამახასიათებელი ბეტონის ან აგურის კედლებით. მთელი სივრცე უნდა მოეწყოს თანამედროვე და ძველი (განზრახ დაძველებული) მასალების, ტექსტურებისა და ზედაპირების კომბინაციით. გამორჩეული სტილის ელემენტების ოსტატურად შერწყმით, თუნდაც პატარა დაბალჭერიან ბინაში, შეგიძლიათ დაამატოთ პატარა ურბანული ხიბლი.

კედლები. ღია განლაგება გამორიცხავს მასიური შიდა კედლების არსებობას. ისინი მხოლოდ სველი წერტილების, კომუნალური ოთახების ან საძინებლების იზოლირებისთვისაა დარჩენილი. სივრცის ზონირებისთვის კედლები შეიძლება შეიცვალოს შიდა ტიხრებით. ეს შეიძლება იყოს საკუთრივ ტიხრები, მინის ბლოკები, თაროები და ნებისმიერი სხვა რამ, მასიური კედლების გარდა. ასევე, სხვადასხვა ზონების შესაქმნელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯი (ბარი სამზარეულოში) ან იატაკის დაყოფის ტექნიკა მასალის ტიპის მიხედვით.

რაც შეეხება კედლების მოხატვას და შეღებვას ლოფტის სტილში, ისინი უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალურ ინდუსტრიულ სტილს. მაგალითად, ყველა მზიდი კედელი აგურის ან ბეტონისაა, თაბაშირის გარეშე. ისინი ასევე შეიძლება იყოს უხეშად შელესილი ან არააკურატულად დაფარული წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით თეთრ ან ნაცრისფერ ფერებში.

ჩვეულებრივ პატარა ბინაში კედლები აგებულია დეკორატიული აგურით ან ხის დაფით. შპალერი ასეთ ინტერიერში ტაბუდადებულია. იშვიათ შემთხვევებში გამონაკლისია აგურის ან ძველი ქვის კედლის იმიტაციური შპალერი.

იატაკი ლოფტის სტილში. ბეტონი არის კლასიკური იატაკი ლოფტის დარბაზისთვის. მინუსი ის არის, რომ თავისი ბუნებით საკმაოდ ცივია და არა პრაქტიკული. ამ შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცვალოს ხელოვნური ქვით, დეკორატიული ფილებით, მარმარილოთი, ან მასიური ხის იატაკით.

იატაკისთვის სხვადასხვა მასალის გამოყენების წყალობით, სამზარეულოს ან საძინებლის ფართობი შეიძლება განცალკევდეს საცხოვრებელი ფართის მთლიანი ფართობისგან. ზონირების მისაღწევად ასევე დაგეხმარებათ ხალიჩები.

ჭერი. მაღალი ჭერის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სამრეწველო ელემენტები: ხის პანელები, პარალელური ბოძები, დიდი მასიური კონსტრუქციები, სავენტილაციო მილები. დაბალი ჭერის მქონე პატარა ბინის ინტერიერში ლოფტის შესაქმნელად საკმარისი იქნება მათი შელესვა და თეთრად შეღებვა.


სტატიის ავტორია ნიკა უხურგუნაშვილი

შეტყობინებები

Alternate Text
არააქტიური
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
დაბლოკილ მომხმარებელთან მიმოწერა შეუძლებელია
არააქტიურ განცხადებაზე მიმოწერის გაგრძელება შეუძლებელია
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა