romel profesiebs chaanacvlebs martivad AI xelovnuri inteleqti

რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი?

620
15.08.2023 00:19:02


ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად აჩქარდა გარკვეული პროცესების შესრულებაც, რადგან სულ უფრო და უფრო ნაკლებ საქმეს აკეთებს ადამიანი ხელით და მას კომპიუტერები ეხმარებიან პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში. თუკი ადრე ერთი კონკრეტული ამოცანის შესრულებას რამდენიმე დღე სჭირდებოდა, ახლა შესაძლებელია 1 საათში მოგვარდეს, აქედან გამომდინარე კი ადამიანს მეტი თავისუფალი დრო უჩნდება და ახალ საქმეებსაც ეჭიდება, შედეგად კი გამოდის, რომ დღეში შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა შესრულდეს ხარისხიანად, რაც გრძელვადიან შედეგში სწრაფ პროგრესს გვიჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფურცლებისა და ბიუროკრატიის დრო წარსულს ბარდება, მას კი კომპიუტერები და ავტომატური დავალებები ანაცვლებენ, ციფრული ინფორმაცია სწრაფად მუშავდება და საქმე მსუბუქდება, განვითარებამ იმ პიკსაც მიაღწია, როცა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესრულდეს იმ სამუშაოთა დიდი ნაწილი, რასაც ადამიანი ასრულებს და მეტიც, სრულიად შესაძლებელია, გარკვეული პროფესიები ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს.

რა არის რეალურად პროფესიებისა თუ სამუშაო ადგილების ჩანაცვლება - საფრთხე თუ გამოწვევა? გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ და რამდენად მასშტაბური იქნება ეს ყველაფერი. შესაძლოა მძიმე სამუშაოების ჩანაცვლება ადამიანური რესურსის მოფრთხილებად ჩავთვალოთ და მათთვის ფიზიკური დაზიანებისა თუ მავნე და საშიშპირობებიან ადგილებზე დასაქმების რისკი შევამციროთ, რაც შეეხება ინტელექტუალურ სამუშაოს, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT უამრავ დავალებას ასრულებს, წერს ესეებს, ქმნის კონტენტს სხვადასხვა ენებზე, წერს კოდს, იძლევა პასუხებს რთულ შეკითხვებზე, რითაც შესაძლოა დღესდღეობით ყველაზე გამოყენებადი - google-ის პლატფორმაც კი დააყენოს საფრთხის ქვეშ. ChatGPT-ის დახმარება ასევე შესაძლებელია ყოველდღიურ საქმიანობაშიც, მაგალითად საკვები რაციონის შედგენაშიც კი. თუკი ზედმეტი ფიქრი გეზარებათ და არ იცით რა მოამზადოთ სადილად, უბრალოდ ეუბნებით მას რა პროდუქტები მოგეპოვებათ სახლში, ის კი იდეებს გთავაზობთ რეცეპტების სახით.

ყველაზე ხშირი გამოყენება ჯერჯერობით კომპიუტერულ მეცნიერებებში, მარკეტინგსა და მედიაშია შესაძლებელი, ვინაიდან კოდისა თუ კონტენტის წერა დიდ ინტელექტუალურ და დროით რესურსს მოითხოვს, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია ჩაანაცვლოს ადამიანი, ადამიანმა კი დაისვენოს. ამ და მსგავსი სტატიების წერაც კი შესაძლებელი და საკმაოდ მარტივი დავალებაა ხელოვნური ინტელექტისთვის. ვიდრე წერას დავიწყებდეთ, გარკვეული ინფორმაციის მოძიებაა საჭირო სხვადასხვა წყაროებში, შემდეგ კი ტექსის გამართვა, ხელოვნურ ინტელექტს კი აქვს ზღვა მონაცემები, რომლებიც გამზადებული ბაზის სახითაა და მისი გენერირება სტატიის სახით საკმაოდ გამართულად და მარტივი ენით შეუძლია.

კომპიუტერული მეცნიერებების, მარკეტინგისა და მედიის გარდა, საბანკო სფეროშიც საკმაოდ აქტიურად იკიდებს ფეხს ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, ბანკების 56%-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ პროცესები მნიშვნელოვნად ააჩქარა, შეძლეს ხარჯების დაზოგვა, შემოსავალი კი გაეზარდათ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის ჩინეთის ფინანსურ სექტორში სამუშაო ადგილების 23 %-ს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მას შეუძლია ტრანზაქციების დეტალური კვლევა და ფინანსური რჩევების გაცემა მომხმარებლის ფინანსების ოპტიმიზაციისათვის.

ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებში, რა თქმა უნდა, ხატვაც შედის. ალბათ, შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში Midjourney-ს მიერ დაგენერირებული ნახატები, რომელიც რომ არა მითითება, ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული გეგონებოდათ. განსხვავებული ინსტრუქციების მიცემაა შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტისთვის, რომლის მიხედვითაც შეუძლია ნახატის შესრულება, მაგალითად აღწერილობა, როგორი იქნებოდა ამა თუ იმ ეროვნების წარმომადგენელი ადამიანი, რამდენიმე დამახასიათებელი სიტყვის მიხედვით შეუძლია შექმნას როგორც ნახატი, ასევე ლექსი, ჩანახატი თუ მუსიკაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვნების სფეროშიც მოიკიდა ფეხი ხელოვნურმა ინტელექტმა და თუკი გაქვთ იდეები, ხოლო შესრულება არ შეგიძლიათ, მარტივად მიმართავთ ხელოვნურ ინტელექტს და თქვენი იდეების განხორციელებაში ის დაგეხმარებათ და შეგიქმნით გრაფიკულ ნამუშევრებსაც.

თუკი გსურს, ისეთ ახალ პროფესიას დაეუფლო, რომელსაც პირველ ეტაპზე მაინც, ნაკლებად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, ss.ge-ს კურსებისა და ტრენინგების განცხადებებს გაეცანი.


სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
არააქტიური
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
დაბლოკილ მომხმარებელთან მიმოწერა შეუძლებელია
არააქტიურ განცხადებაზე მიმოწერის გაგრძელება შეუძლებელია
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა