მთავარი ფოტო

გამოაცოცხლე ინტერიერი დეკორატიული ნივთებით

773
17.11.2021 13:37:25

რემონტის სიძვირისა და სილამაზის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ერთფეროვნება, რომ მოსაბეზრებელია, ბევრს გამოუცდია. ზუსტად ამ დროს გიჩნდება სურვილი, სხვა სიახლე შეიტანო ინტერიერში, მაგრამ თავიდან რემონტის დაწყება, მისი სიძვირიდან და თანმხლები პროცესებიდან გამომდინარე, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ვერც ავეჯს გამოცვლი მარტივად და იაფად. ასეთ შემთხვევაში, ინტერიერში სიახლის შესატანად, დეკორატიული ნივთები საუკეთესო გამოსავალია.


დეკორატიული ნივთების შესარჩევად პროფესიონალის ჩარევა ყოველთვის საჭირო ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, თუ მარტივი „ჩხირკედელაობა“ და ძველი ნივთების გამოცოცხლება გიზიდავთ, ინტერიერთან მათი მარტივი შეხამებით, შთამბეჭდავ გარემოს შექმნით. გახსოვდეთ, ქარხნულად დამზადებული ნივთებისაგან განსხვავებით, ხელნაკეთ ნივთებს სულ სხვა ხიბლი აქვთ. მათ, უფრო მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვთ ინტერიერში.


 


თუ თქვენი ბინის მთავარი ფერები, უფრო თბილი ელფერის მქონეა, ინტერიერში, კონტრასტული ფერის დეკორატიული ნივთებით, მეტი სიხალისის და ფერადოვნების შეტანას შეძლებთ. ამ დროს, ყველაზე მომგებიანი ნათელი ფერის ნივთებია.  ნივთის ფერის შესარჩევად გაითვალისწინეთ, რომ ის განსხვავებული უნდა იყოს იმ ავეჯის, ან კედლის ფერისგან, სადაც მის განთავსებას აპირებთ, თუმცა აუცილებლად შეხამებული უნდა იყოს ოთახის ძირითად ფერებთან. მაგალითად, ბალიშების შერჩევის დროს, ეცადეთ ფერი შეხამებული იყოს ფარდებთან, კედლებთან, ავეჯთან, მაგრამ აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს - დივანის, სავარძლის ფერისგან, რადგან არ ჩაიკარგოს და დეკორაციის დანიშნულება არ დაკარგოს. გახსოვდეთ, რომ აუცილებელი სულაც არ არის, რომ ყველა ბალიში ერთნაირი იყოს. უბრალოდ ეცადეთ, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში იყოს, როგორც თემატიკის, ასევე ფერების მიხედვით.


 

საძინებლის დეკორაციისთვის, საუკეთესო გამოსავალი სანათებია. ასევე, შეგიძლიათ კედელი, რომელზეც საწოლი არის მიდგმული ნახატებით დატვირთოთ. ამ შემთხვევაში, დეკორაცია არც დამღლელი იქნება და საძინებლის გარემოსაც გაალამაზებს.


 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ალბათ საინტერესო იქნება იმის ცოდნაც, თუ როდის არის ზედმეტი დეკორეატიული ნივთების გამოყენება. მაგალითად მაშინ, როცა ერთად ბევრი არათემატური ნივთია თავმოყრილი. ეცადეთ შეინარჩუნოთ მთავარი თემატიკა, თუ მოგწონთ ძველი ნივთები, ოთახში ნუ შეიტანთ თანამედროვე დეკორაციებს და პირიქით.  თემასთან ერთად, ეცადეთ შეინარჩუნოთ საერთო სტილი, ხოლო კონტრასტები კი ფერებით შეგიძლიათ შექმნათ.

სტატიის ავტორია ლაშა ცაგარეიშვილი

შეტყობინებები

Alternate Text
არააქტიური
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
დაბლოკილ მომხმარებელთან მიმოწერა შეუძლებელია
არააქტიურ განცხადებაზე მიმოწერის გაგრძელება შეუძლებელია
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა