რემონტი ხელოსანი ხარჯი მასალები ფასები დიზაინი შპალერი xelosani remonti მწვანე ფერი კომპანია

როგორ გავამარტივოთ რემონტი

739
20.07.2022 17:12:13


 რემონტის დაწყება მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდია მისი მასშტაბი. პროცესში ბევრი ისეთი დეტალი იჩენს თავს, რაც წინასწარ გათვალისწინებული არ გვქონდა, დაგეგმილ დროში თითქმის ვერასდროს ესწრება რემონტის დასრულება და ზოგჯერ მასალებიც მოგვაკლდება ხოლმე. შედეგად, ხარჯი იმაზე მეტი გამოგვდის, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. გარდა ამისა, რემონტის პროცესი ხანგრძლივი და არც თუ ისე სასიამოვნოა, შესაბამისად, ინტერიერის ცვლილებისას ყოველთვის ვფიქრობთ, რომ სიმყარისა და გამძლეობის გარდა, ჩვენი დიზაინი თანამედროვე და გამორჩეული იყოს, ერგებოდეს ყველა დროს, რათა მისი შეცვლა ხშირად არ მოგვიწიოს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი სტრესი და ხარჯი, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ და სანდო სარემონტო კომპანია „მწვანე ფერსაც“ გაგაცნობთ.

წინასწარ დაგეგმეთ სავარაუდო ხარჯები

რემონტის დაწყებამდე, კატეგორიებად დაყავით თქვენი შესაძლო ხარჯები და ჩამოწერეთ დაჯგუფებულად. ბაზარზე ჩაატარეთ მცირე კვლევა, სად რა ფასად შეძლებთ შეიძინოთ საჭირო ნივთები და მასალები, რა არის ხელობის საშუალო ფასები, შეადგინეთ ხარჯთაღრიცხვის გეგმა დეტალურად, მასალების რაოდენობისა და საცალო ფასების მიხედვით და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დათვლილი თანხის მიღმა, აუცილებლად უნდა გქონდეთ გათვალისწინებული დანაზოგი. თანხის გადახდა მასალებისა და ხელობის გარდა მოგიწევთ ადგილზე მოტანისა და გადაზიდვებისთვის, რემონტის შემდგომი დასუფთავებისთვის და ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო ძვირდება მასალების შემოტანის ხარჯები, რაც პირდაპირ აისახება გასაყიდ ფასზეც და თქვენთვის სასურველი ნივთები შესაძლოა რემონტის პროცესშივე გაძვირდეს. გირჩევთ, დაგეგმილ ოდენობაზე დაახლოებით 10%-ით მეტი პროდუქცია შეიძინოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასალების მოულოდნელი დანაკლისი.  სარემონტო საშუალებების შესაძენად მომხმარებელს ორი საშუალება აქვს: ბაზრობები და ჰიპერმარკეტები. ჰიპერმარკეტი საყიდლებისთვის მეტად კომფორტულია, თუმცა ბაზრობასთან შედარებით აქ უფრო მაღალი ფასებია და ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება თანხის დაზოგვასა და კომფორტს შორის უწევს ადამიანს.  იმისთვის, რომ დავზოგოთ დრო და ენერგია, შეგვიძლია პროფესიონალებს ვანდოთ რემონტის ეფექტურად დაგეგმვა. ამაში სარემონტო კომპანია „მწვანე ფერი“ დაგეხმარებათ, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკით. ჩვენ კომპანიის დირექტორს - გიგი კოტრიკაძეს ვესაუბრეთ.


„კომპანია „მწვანე ფერი“ მომხმარებელს   მაღალი ხარისხის სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას სთავაზობს;  ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მათ კომფორტსა და სურვილებზე. ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად შევცვალოთ  რემონტთან დაკავშირებული რუტინა და დავანგრიოთ მასთან არსებული სტერეოტიპები,  გავხადოთ ის ჰარმონიული პროცესი, სასიამოვნო სიახლის მოლოდინში.“ - აღნიშნავს გიგი კოტრიკაძე.

რაც შეეხება ფასებს, კომპანია ცდილობს ლოიალური საფასო პოლიტიკით გამოირჩეოდეს და მაქსიმალურად მოერგოს დამკვეთის სურვილებს, ინტერესებსა და ფინანსებს:

„თითოეულ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად. საშუალოდ, მაღალი ხარისხის რემონტის ფასი  კვადრატულზე 200$-დან იწყება, მაგრამ მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, თანხამ შეიძლება რამდენიმე ათას დოლარამდეც მოიმატოს, რაც დამოკიდებულია სარემონტო მასალის ხარისხსა და მწარმოებელზე. საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში გამორჩეულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ფასიც რადიკალურად განსხვავებულია. შედეგად, „მწვანე ფერი“ მორგებულია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზე.“ -ამბობს კოპანიის დირექტორი.

სარემონტო კომპანია „მწვანე ფერი“ უკვე სამი წელია რაც დაარსდა. მუშაობენ როგორც მცირე, ისე დიდ პროექტებზე. ჰყავს ათეულობით კმაყოფილი, სხვადასხვა შეხედულებისა და გემოვნების მქონე მომხმარებელი. ამ ეტაპზე ჯამში დაახლოებით 150 განსხვავებული ობიექტია  დასრულებული.  

 

ყურადღებით შეარჩიეთ ხელოსნები

ხელოსნების შერჩევისას, მნიშვნელოვანია, რომ თავისი საქმის პროფესიონალები, სანდო და გამოცდილი ადამიანები დაიქირაოთ. ხშირად, რემონტი დროში სწორედ ხელოსნების მიზეზით იწელება. ასევე გავრცელებული პრობლემაა არასწორად შესრულებული სამუშაოები. კომპანია „მწვანე ფერი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან, რომლებიც პროფესიონალურად შეძლებენ თქვენი სახლის დაგეგმარებას და რჩევების მოცემას. გასათვალისწინებელია რემონტის ვადებიც, რომლის შესახებაც ასევე კომპეტენტურ რჩევებს მიიღებთ აღნიშნული კომპანიისგან. გიგი კოტრიკაძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის მდგომარეობას, მის კვადრატულობას და მასალას - თუ რა მასალით უნდა გარემონტდეს მიმდინარე პროქტი. „იატაკზე ხის დაგებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება ვიდრე ლამინირებულ იატაკს. გვქონია გამოცდილება, რომ ერთ კონკრეტული სივრცე 30 დღეში გაგვირემონტებია, მაგრამ გვიმუშავია ქვეკონტრაკტორად დიდ პროექტებზე 11 თვის განმავლობაშიც.“ - აღნიშნავს გიგი.


შექმენით სასურველი დიზაინი

რემონტის კეთება არც თუ ისე ხანმოკლე პროცესია და გარემონტებულ სივრცეში დიდხანს და მშვიდად გვსურს ცხოვრება, ტრენდები კი სულ იცვლება და ჩვენი ახლადგარემონტებული ბინა შესაძლოა არასწორი გათვლების შემთხვევაში მალევე იქცეს ძველმოდურად. ამიტომ დიზაინის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი შტრიხები ისეთი დიზაინით დაგეგმოთ, რაც დროს გაუძლებს, ხოლო მეორეხარისხოვანი შტრიხები ადვილად გადასაკეთებელი ან მარტივად შესაცვლელი გქონდეთ. შეგიძლიათ თანხა დაზოგოთ ისეთ ნივთებში, რომელიც ინტერიერს ტრენდების შესაბამისად ალამაზებს, თუმცა მისი ხშირი ცვლილება სირთულეებთან დაკავშირებული არ არის, ასეთია მაგალითად ავეჯი და მისი განლაგება, მცენარეები და სხვადასხვა დეკორაციები. ასევე, ხშირი კოსმეტიკური რემონტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ დეკორატიული, თვითწებვადი პანორამული შპალერი, რომლის გაკვრა და მოხსნა საკმაოდ მარტივია და შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ, თუ ოთახის დიზაინის გადახალისებას გადაწყვეტთ.

კომპანია „მწვანე ფერი“ მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, შესაბამისად, როგორც გიგი კოტრიკაძე აღნიშნავს, დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე  კონკრეტული დიზაინის პროექტებს ასრულებენ  და ასევე, დამატებით სთავაზობენ კომპანიის დიზაინერულ მომსახურებას.

თქვენი ბინის რემონტს „მწვანე ფერითქვენთან შეთანხმებით დაგეგმავს, სულ მალე კი მასთან პარტნიორობით, ss.ge და house.ge-ზე რემონტის კალკულატორი იქნება ხელმისაწვდომი, სადაც თქვენი ბინის კვადრატულობის და სასურველი შედეგის მითითებით, სავარაუდო ხარჯების დათვლას შეძლებთ. დროა, გადახედოთ სარემონტო ბინების განცხადებებს და თქვენი გემოვნების მიხევით შექმნათ თქვენი ახალი სახლის დიზაინი.


სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
Неактивный
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Невозможно переписываться с заблокированными пользователями
Невозможно продолжить переписку по неактивному приложению
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა