2023 wlis yvelaze dzviradgirebuli saxlebis reitingi

2023 წლის ყველაზე ძვირადღირებული სახლების რეიტინგი

6852
27.07.2023 23:29:38


როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი და მდიდრული სახლები ან/და ბინები? წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე „ლაქშერი“ სახლების უკონკურენტო ტოპ თხუთმეტეულს. 

1.    Swiss Gold House - შვეიცარია, შეფასებული $ 12,5 მილიარდად

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლი მდებარეობს ცენტრალურ შვეიცარიაში, თვალწარმტაცი ცუგის ტბის სიახლოვეს. არ გეგონოთ რომ იმპერიული სასახლესავით გამოიყურება, პირიქით, ეს სახლი არის მთლიანად ერგონომიული და თანამედროვე ვილა ჰაიტექის სტილში. 725 კვადრატული მეტრის ფართობში შესაძლებელია დაითვალოთ 8 საძინებელი, დიდი ტერასა, ღია აუზი და ავტოფარეხი. ჩნდება კითხვა, რატომ ღირს ის ასეთი ძვირი? ეს „ოქროს სახლი“ მთელი 5 წლის განმავლობაში შენდებოდა დიზაინერ სტუარტ ჰიუზის პროექტის მიხედვით და ჭეშმარიტად უნიკალურად ითვლება. მისი მშენებლობისას გამოყენებულ იქნა 200 ტონა ძვირფასი მეტალები, მათ შორის, ოქრო და პლატინა.. იატაკი დამზადებულია მეტეორიტის ქვისგან და დამატებული აქვს დინოზავრის ძვლების დეტალები.

2.    ბუკინგემის სასახლე - ინგლისი, შეფასებული $2,9 მილიარდად

ვესტმინსტერში მდებარეობს არამხლოდ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული სასახლე, არამედ ოფიციალური სიმბოლო ბრიტანული მონარქიისა. ბუკინგემის სასახლის ფართობი შეადგენს 77 000 კვადრატულ მეტრს. შიგნით განთავსებულია 775 ოთახი, 78 აბაზანა, 92 საოფისე სივრცე და 19 დარბაზი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს ბუკინგემის სასახლის ფასი დადგენილი აქვთ, ნაკლებსავარაუროა, რომ ის ოდესმე გაიყიდოს.

 

3.    Antillia ინდოეთში, შეფასებული  1 მილიარდევროდ

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შეგიძლიათ დატკბეთ მულტიმილიარდელი მუკეშ ამბანის საუცხოო 27-სართულიანი სახლით. თავად მესაკუთრემ გადაწყვიტა, რომ თავისი საკუთრებისთვის ეწოდებინა მითიური კუნძულის - ანტილიის სახელი. 37 ათასი კვადრატული მეტრი ფართის ნაგებობას 7 წლის განმავლობაში აშენებდნენ, დღესდღეობით კი მისი შენახვა 400 ადამიანის სამუშაო რესურსს მოითხოვს. ისინი ყურადღებას აქცევენ 6-იარუსიან, ავტოფარეხს, რომელშიც 168 ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი,მთლიან სართულზე განთავსებულ ბაღს, სატრენაჟორო და საცეკვაო დარბაზებს განსხვავებულ სართულებზე, ყინულის ოთახს, ხელოვნური თოვლით, უთვალავი რაოდენობის საძინებლებს, სააბაზანო ოთახებს, აუზებსა და ჯაკუზებს.

4.    Upper Phillimore გარდენსი დიდ ბრიტანეთში, შეფასებული $980 მილიონად

ხუთსართულიანი მოკრძალებული სასახლე 10 სასტუმრო ოთახით. ამასთან, მეპატრონის აპარტამენტები პროექტის მიხედვით მთლიან მეორე იარუსს იკავებს. მდიდრული საცხოვრებელი აღჭურვილია სახლის კინოთეატრით, სატრენაჟორო დარბაზით, მიწისქვეშა აუზით და საგანგებო მდგომარეობისთვის განკუთვნილი თავშესაფრით (ბუნკერით). ეს უკანასკნელი შემთხვევითი სულაც არ არის, ადრეულ პერიოდში ამ შენობაში მდებარეობდა გოგონათა პანსიონატი.

5.    მეისონ-დე-ლა მიტი საფრანგეთში, შეფასებული $913 მილიონად

აღნიშნული სასახლე სახელგანთქმულია იმით, რომ ადრე ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა. ნაგებობის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 5500 კვადრატულ მეტრს. მფლობელებისა და სტუმრებისთვის გამოყოფილია 15 საძინებელი საკუთარი აბაზანით და ჭერით, რომლის სიმაღლეც 6-12 მეტრს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მოპირკეთებაში გამოყენებულია ნატურალური მარმარილო, ხოლო შიდა სანტექნიკა მოწყობილია მხოლოდ ძვირფასი მეტალებით. საჩუქრად ამ სასახლეს მოყვება ზამთრის ბაღი საკუთარი გალერეით, რომელშიც აღმოაჩენთ პიკასოს, ვან გოგისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

6.    ჰალას რანჩო ამერიკაში, შეფასებულია $821 მილიონად

ეს ზღაპრული რანჩო მდებარეობს ასპენში, კოლორადოს შტატში. ჩვენს რეიტინში იკავებს ყველაზე მოთხოვნადი სახლის ადგილს. ის ადრე ეკუთვნოდა საუდის პრინცს ბანდარ ბინ სულთანს, მაგრამ 2006 წელს სამეფო პირმა ობიექტი გაყიდა 135 მილიონ დოლარად. მას შემდეგ ვილის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეობით მისი მფლობელი მილიარდერი ჯონ პოლსონია. დაგეგმარებით უძრავი ქონება მოგვაგონებს მინი ქალაქს 15 საძინებლით, 16 სააბაზანო ოთახით, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების და წყლი გასაწმენდი საკუთარი სისტემით, რაც რანჩოს სრულიად დამოუკიდებელს ხდის.

7.    ფლერ დე ლისი აშშ-ში შეფასებულია $760 მილიონად

ეს ლამაზი თანამედროვე შენობა ბევერლი ჰილსში (კალიფორნია)- ძველი ფრანგული სასახლის თავისებური კოპიოა. შიგნით აღმოაჩენთ არამარტო 12 საძინებელსა და 15 სააბაზანო ოთახს, არამედ ორსართულიან ბიბლიოთეკას საკოლექციო გამოცემებით, უშველებელ ღვინის მარანსა და წვეულებების დარბაზს. მდიდრული ესთეტიური სასახლის მფლობელია საფონდო ინვესტორი მაიკლ მილკენი.

8.    ვილა ლეოპოლდი საფრანგეთში, შეფასებული $750 მილიონად

ამ სამეფო ვილას სახელი ეწოდა მეფე ლეპოლდ მეორის პატივსაცემად, რომელმაც აღნიშნული სასახლის მშენებლობა დაუკვეთა სპეციალურად თავის ფავორიტ კაროლინა ლაკრუასთან დროის გასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაგებობა არქიტექტურული ძეგლია, ის მუდმივად ხელიდან ხელში გადადის. ამჟამად მისი მფლობელია ლიბანელ-ბრაზილიელი ბანკირის ედმონდ საფრის ქვრივი - ლილი საფრი. მთავარი ნაგებობა დაიკვეხნის 2600 კვადრატული მეტრი ფართით, მრავალრიცხოვან საძინებლებსა და სააბაზანო ოთახებს შეიძლება დავამატოთ სასტუმრო ოთახები, სახლის კინოთეატრი, ბოულინგის ცენტრი და 4 ჰექტარი საკუთარი ბაღი.

 

9.    Les Cedres საფრანგეთში, შეფასებულია $450 მილიონად

ვილა აშენებულია 1830 წელს. თავდაპირველად ეკუთვნოდა მერ ვილფრანშ-სიურ-მერს, რომელმაც შემდგომ თავისი მამულები გადასცა ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორეს. მონარქმა გაზარდა ზეთისხილის ნარგავებისა და ბაღის ფართობი, ხოლო შემდგომმა მფლობელმა -  ალექსანდრ მარნე-ლაპოსტოლმა ასევე გახსნა მდიდარი ბოტანიკური ბაღი, ათასობით ეგზოტიკური მცენარეებით. 1670 კვადრატული მეტრის ფართობზე შეგიძლიათ იპოვოთ დიდი ბიბლიოთეკა 3000-მდე სამეცნიერო პუბლიკაციით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ბოტანიკაში. სასახლის ამჟამინდელი მფლობელია საინვესტიციო კომპანია SCM Holdings Limited.

 

10.  Les Palais Bulles საფრანგეთში, შეფასებულია $390 მილიონად

გენიალური დიზაინერის - პიერ კარდინის უნიკალური ვილა ნამდვილად გამოირჩევა ჩვენს რეიტინგში. ფუტურისტული „ბუშტების სასახლე“, უფრო მარტივია აღვწეროთ როგორც „გამოქვაბულის სტრუქტურა კოსმოსური ელემენტებით.“ ეს არაჩვეულებრივი ობიექტი 1991 წელს შექმნილია უნგრელი არქიტექტორის - ანტი ლოვაგის მიერ. სასახლე დაყოფილია ექვს ნაწილად, მას აქვს დარბაზი საზეიმო მიღებებისთვის, დიდი ამფითეატრი 6000 ადგილით და ხმელთაშუა ზღვის ხედით. გარდა ამისა, 29 მისაღები ოთახი, რომლებიც დაკავშირებულია ვარდისფერი „ბუშტებით“, 10 სტუმრის საძინებელი,  მორთულია ცნობილი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით.

11.  პალას გრინი ინგლისში, შეფასებულია $222 მილიონად

არაჩვეულებრივი მამულები ლონდონის ცენტრში. მისი მფლობელია ინდური წარმოშობის ფოლადის მაგნატი - ლაკშმი მიტალი, რომელიც სრულიად სამართლიანად შედის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში. ასევე, ბიზნესმენის სასახლის მდებარეობაც ნამდვილად შესაბამისია, ის მდებარეობს „მილიარდელების ბულვარზე“, რომელიც რეკორდულად ძვირადღირებულ სახლებს მოიცავს.

12.  ელისონის მამულები აშშ-ში, შეფასებულია $200 მილიონად

ამ ძვირადღირებული კალიფორნიული მამულების მფლობელია ტექნოლოგიური კომპანია Oracle-ს დამაარსებელი და გენერალური დირექტორი - ლარი ელისონი. მან თავის კოლექციონერობის ჰობის სიაში დაამატა ელიტური უძრავი ქონების კოლექციაც. „ელისონის მამულები“, რომელიც გასაოცარ იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი, ბიზნესმენის კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს. 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე არის ათობით ნაგებობა, ხელოვნური ტბა, აუზი თევზებით, საუნა და ჩაის სახლი.

13.  Fairfield Pond ინგლისში, შეფასებულია $170 მილიონად

ჰემპტონის მამულები გადაჭიმულია 25 ჰექტარზე. ის ატარებს გვერდით მდებარე ფერფილდის აუზის სახელს და ითვლება ერთერთ ყველაზე დიდ საცხოვრებელ ნაგებობად მსოფლიოში. სასახლის ფართობი 10 000 კვადრატული მეტრია, სადაც შეხვდებით 29 საძინებელს, 29 სააბაზანო ოთახს, 30 მეტრი სიგრძის სასადილოს. ნაკვეთის ტერიტორიაზე განთავსებულია ტენისის კორტები, აუზი და ბოულინგის ხეივანი.

14.  ჰირსტის ციხესიმაგრე აშშ-ში, შეფასებულია $165 მილიონად

ჰირსტის ციხესიმაგრე კალიფორნიის ისტორიული ძეგლია, რომელიც ამშვენებს წყნარი ოკეანის სანაპიროს. შორეულ 1865 წელს ჰირსტის ციხესიმაგრე სენატორმა ჯორჯ ჰერსტომმა შეიძინა, შემდეგ კი ის მემკვიდრეობით გადაეცა მის ვაჟს - უილიამ რენდოლფს. ამ უკანასკნელმა, დიზაინერი ჯული მორგანის დახმარებით საოჯახო საკუთრება არქიტექტურულ ძეგლად აქცია. ამ ადგილს ხშრად სტუმრობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები, აქ ასევე გადაღებულია ლეგენდარული კინოფილმის „ნათლიმამას“ რამდენიმე ეპიზოდი.

15.  აარონ სპილინგის მამულები აშშ-ში, შეფასებულია $150 მილიონად

ვილა ატარებს თავისი მფლობელის - ამერიკელი პროდუსერის - აარონ სპილინგის სახელს. სასახლის ფართობია 3390 კვადრატული მეტრი და ის ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს, სასახლეში ყველაფერია, რაც კი მდიდრული ცხოვრებისთვისაა საჭირო, ესენია: უსასრულო გარდერობის ოთახი, ბარი, კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, ბოულინგი და ასევე ოთახი საჩუქრების შესანახადაც კი. ამას დავუმატოთ პირადი ავტოსადგომი, ავტოფარეხი, შადრევნები და ბაღები სამეზობლო ტერიტორიებზე.



სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
Неактивный
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Невозможно переписываться с заблокированными пользователями
Невозможно продолжить переписку по неактивному приложению
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა