rogori remonti gavaketot sabavshvo otaxshi rom shemdeg gadasaketebeli ar iyos

როგორი რემონტი გავაკეთოთ საბავშვო ოთახში, რომ შემდეგ გადასაკეთებელი არ იყოს

371
17.02.2023 1:24:34


რემონტი გარდა სიახლის შეგრძნებისა და ვიზუალური ეფექტისა, ასევე არეულობასა და ფინანსურ ხარჯებთანაც ასოცირდება. რემონტი ის ფუფუნებაა, რომელსაც ყოველ წელს ვერ გააკეთებთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი ისე დაგეგმოთ, რომ მალე გადასაკეთებელი არ იყოს. ამისთვის, მარტივად შესაცვლელი დიზაინები უნდა აირჩიოთ და ადვილად ჩასანაცვლებელი აქსესუარებით გაამდიდროთ ინტერიერი.

ყველაზე მეტად ცვალებადი ვიზუალი საბავშვო ოთახშია, რადგან ბავშვის ზრდასთან და ჩამოყალიბებასთან ერთად იცვლება მისი გემოვნება და შეხედულებებიც. თუ მის პატარაობაში ოთახი მკვეთრი ფერებით, ბავშვური დიზაინითა და დატვირთული აქსესუარებით გააფორმეთ, მოზარდობის დროს ის აუცილებლად მოინდომებს, რომ რადიკალურად შეცვალოს ინტერიერი ოთახში. ზედმეტი არეულობისა და სირთულეების თავიდან ასარიდებლად კი კარგი იქნება, თუკი მასალის მხრივაც გაითვალისწინებთ ისეთ საკითხებს, რაც დაგეხმარებათ ოთახის მარტივად გადაკეთებაში.

პირველ რიგში, დავიწყოთ კედლებით. ნუ შეაჩერებთ არჩევანს შპალერზე, ჯობს კედლები ნეიტრალური ფერებით შეღებოთ. ამით თავიდან აირიდებთ შპალერის გამოცვლას იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის გემოვნება მოზარდობის პერიოდში რადიკალურად განსხვავებული იქნება  თქვენი გემოვნებისგან. თანაც მოზარდებს უყვართ თავიანთი ინტერესების მიხედვით სხვადასხვა პოსტერების ან/და ნახატების გაკვრა კედელზე, სადა კედლებზე კი მათი შერჩეული კედლის აქსესუარები უფრო გამოკვეთილი იქნება. პატარა ასაკში თუ გსურთ, რომ ბავშვის ოთახს სხვადასხვა ტიპის ნახატები ამშვენებდეს, შეგიძლიათ სტიკერები გამოიყენოთ, რომლის მოგვიანებით მოხსნაც მარტივია და კედლის დაუზიანებლადაა შესაძლებელი.

ავეჯის ცვლილება რიგ შემთხვევაში გარდაუვალია, მაგალითად, საწოლის ზომა გაიზრდება ბავშის ასაკის მატებასთან ერთად და შესაბამისად თავს ვერ აარიდებთ მის გამოცვლას. სამაგიეროდ, შეგიძლიათ სათამაშო კუთხე სამეცადინო კუთხედ ისე გარდაქმნათ, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდეთ. თავიდანვე შეაჩერეთ არჩევანი ისეთ სათავსოებსა და კარადებზე, რომელშიც თავიდან სათამაშოები განთავსდება, მოგვიანებით კი - წიგნები. ოთახის მოწყობისას გაითვალისწინეთ ადგილი, სადაც სამომავლოდ საწერი მაგიდა განთავსდება და ის ფანჯარასთან ახლოს იყოს, რათა ბუნებრივი სინათლე საკმარისად მოდიოდეს საკითხავ და სამეცადინო კუთხესთან.

არ დაივიწყოთ უსაფრთხოების საკითხიც. ბუნებრივია, რომ საბავშო ოთახშიც საჭიროა საკმარისი რაოდენობის დენის წყაროები. მისი განლაგება უმჯობესია ისეთ სიმაღლეზე, სადაც პატარა ასაკში, როცა ფეხი ახალი ადგმული აქვს ბავშვს და ყველაფრის მიმართ ინტერესს გამოხატავს, ვერ მიწვდება. ასევე, გაუკეთეთ სპეციალური დამცავი ხუფები. რაც შეეხება მასალებს, არ დაზოგოთ ხარისხის საპირისპიროდ, შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც არამარტო პატარა ასაკში, არამედ მოზარდობისა და მოზრდილობისასაც სასარგებლო იქნება თქვენი შვილისთვის.



სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
Неактивный
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Невозможно переписываться с заблокированными пользователями
Невозможно продолжить переписку по неактивному приложению
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა