როგორ შევქმნათ მყუდრო ინტერიერი მცენარეების დახმარებით

431
10.11.2021 16:35:47

მცენარეებით ლამაზად მოწყობილი ინტერიერი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინტერიერული ტრენდი, რომელმაც თანამოაზრე ხალხები მთელი მსოფლიოდან ერთ დიდ საზოგადოებაში - Urban Jungle შეკრიბა. ის პარიზელმა ბლოგერებმა, ჯუდით დე გრაფმა და იგორ იოსოფოვიჩვა შექმნეს - დღესდღეობით ეს მთელი ფილოსოფიაა. გასულ წელს მცენარეების მოყვარულებმა წიგნი გამოსცეს, სადაც ყველაზე საინტერესო ინტერიერული გადაწყვეტილებები და „მწვანე“ სახლების მოყვარულთა რჩევები შეაგროვეს, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერ ადამიანს წაადგება.


1. შეუხამეთ უძველესი კერამიკა და ვინტაჟური დეკორი მცენარეებს
საცხოვრებელი სივრცე რომ განაახლოთ, მაგრამ არ გადატვირთოთ, რამდენიმე ბოტანიკური დეტალი შეჰმატეთ კედლებსა და თაროებს.

2. გამოიყენეთ კაშპო
„მწვანე ინტერიერის ბლოგერთა“ ერთ-ერთი რჩევაა მცენარეები ჭერთან, ჩამოსაკიდი ქოთნებით მიამაგროთ. ამის გაკეთება მარტივია და იატაკზე სივრცესაც გაათავისუფლებთ.

3. მუდმივად შეავსეთ თქვენი მცენარეების კოლექცია
შეაფასეთ მცენარეთა ფორმები და სტრუქტურები, ასევე ეძებეთ მცენარეები, რომლებიც თქვენში ინტერესს იწვევენ.

4. შეაგროვეთ კაქტუსების ჯგუფი
ეს ეკლიანი მცენარეები ყურადღებას მაშინ იქცევენ, როცა მათ ჯგუფებად უყრიან თავს ან სხვა ყვავილებთან აერთიანებენ. ისინი ლამაზად გამოიყურებიან ვინტაჟურ სურათებთან, განსაკუთრებით თანამედროვე ფორმის ქოთნებში.




5. გამოიყენეთ სუკულენტები ცოცხალი ქანდაკებების სახით
გრაფიკული მცენარეები, რომლებიც ცოცხალ ქანდაკებებს გვანან, შესაძლოა ნებისმიერ ოთახში მთავარი დეკორატიული აქცენტი გახდეს.


6. გამოიყენეთ ხის ძველი ყუთები და ვინტაჟური ქოთნები
სკანდინავიურ და თანამედროვე სტილის ინტერიერს ძალიან მოუხდება ხის უნიკალური ფორმის ქოთნები. დაალაგეთ ქოთნები სამზარეულოს თაროებზე. ეს თქვენს საცხოვრებელს ხიბლსა და მყუდროებას შეჰმატებს.


7. კედლის ფერის გამოსაკვეთად აირჩიეთ მცენარე მონსტერა
ეს მარადმწვანე მცენარე დეკორატიულ მცენარეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. უპრეტენზიოა და კარგად იზრდება სახლის, როგორც ნათელ, ისე ბნელ ნაწილში. მონსტერა ინტერიერში ჯუნგლებისა და ველური ბუნების ატმოსფეროს შემოიტანს. ინტერიერის გრაფიკულობას ხაზი რომ გაუსვათ, იქონიეთ შავ-თეთრ ქოთანში ჩარგული მონსტერა.



8. მცენარეები ბოტანიკურ ილუსტრაციებს შეუთავსეთ
თქვენი მცენარეების სილამაზესა და ხასხასა სიმწვანეს ქოთნებთან მდებარე ბოტანიკური ილუსტრაციები გამოკვეთს.



9. მცენარიანი ქოთნები ჩადეთ წნელის კალათებში ან ჩანთებში
წნელის მოდური კალათები და ჩანთები სახლს სიმყუდროვესა და ბუნებრივ შარმს შეჰმატებს. დადგით ქოთნები კუთხეებში და წიგნების თაროებთან.



10. აქსესუარებით გაფორმებულ ინტერიერს შეჰმატეთ ბოტანიკური დეკორიც
ბოტანიკური ილუსტრაციებით გაფორმებული ავეჯი სახლის „მწვანე“ თემატიკას კიდევ უფრო მეტად შეავსებს. სკამები და სავარძლები გააფორმეთ მცენარეულ პრინტიანი ბალიშებით, თაროებზე მოათავსეთ კაქტუსის ფორმის კერამიკა და სუკულენტები. ასევე, ნუ დაივიწყებთ ლარნაკში მოთავსებულ ყვავილებს - ევკალიპტის ყლორტები ნებისმიერი სკანდინავიური ინტერიერის იდეალური დასასრული იქნება.




სტატიის ავტორია shin.ge

შეტყობინებები

Alternate Text
Неактивный
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
Невозможно переписываться с заблокированными пользователями
Невозможно продолжить переписку по неактивному приложению
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა