პავლოვის ძაღლი

Dorkyyyy
1 min readSep 21, 2020

ივანე პავლოვი

რუსი ფიზიოლოგი. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა. დიდი წვლილი შეიტანა დასწავლის ფიზიოლოგიური საფუძვლების გააზრებაში. 1904 წელს მას ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.

პავლოვის ძაღლი

რუსმა ფიზიოლოგმა ივანე პავლოვმა ნობელის პრემია მიიღო 1904 წელს ექსპერიმენტისთვის რომელიც მან ძაღლზე ჩაატარა.ამ ექსპერიმენტების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ექსპერიმენტატორი ზარს რეკავდა და ამის შემდეგ ძაღლს საკვებს აძლევდა. თავიდან ძაღლი ნერწყვს გამოყოფდა საკვების დანახვის დროს. შემდეგ შეამჩნია, რომ ძაღლი ნერწყვის გამოყოფას იწყებდა, როცა ექსპერიმენტატორი ზარს რეკავდა, მაგრამ საკვებს ჯერ არ აძლევდა.ექსპერიმენტით პავლოვმა დაასკვნა რომ ძაღლი რეაგირებას იწყებს ზარის „სიგნალზე“ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას საკვებს საერთოდ არ აძლევენ, აღმოჩენას პავლოვმა “პირობითი რეფლექსი” უწოდა.

პეტერბურგში, ექსპერიმენტალური მედიცინის ინსტიტუტთან დგას ძეგლი — როგორც ხსოვნა იმ ძაღლების, რომელზეც თავის დროზე ფიზიოლოგი ივან პავლოვი ცდებს ატარებდა. ეს ძეგლი ეძღვნება სამედიცინო ექსპერიმენტების გმირ უსახელო ძაღლს.

--

--

Dorkyyyy

I’m fifteen Years old boy and I love writing