სტილი
(29.12.2021)

საახალწლო სუფრის კერძები ხშირად მაღალკალორიული და მრავალფეროვანია. პედიატრები გვირჩევენ, რომელი ასაკიდან უნდა გავასინჯოთ ბავშვებს პოპულარული სადღესასწაულო კერძები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვის რაციონში სალათები 3 წლის ასაკიდან შეიძლება შევიდეს. ხოლო, 3 წლამდე საერთო სუფრიდან ნებადართულია მხოლოდ ბავშვთა კვებისთვის შესაბამისი პროდუქტები.

3-დან 5 წლამდე

სამი წლიდან ბავშვს შეიძლება მივცეთ ორ ან სამკომპონენტიანი სალათები. მაგალითად, მოხარშული კომბოსტო ბარდასთან ერთად, მცენარეული ზეთით შეზავებული. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ნაკლებად ცხარე ხახვი ან მწვანე ხახვი. შესთავაზეთ კომბოსტოს სალათი კიტრითა და მწვანილებით, მცენარეული ზეთით ან არაჟნით.

5-6 წლიდან

ამ ასაკიდან ჯანმრთელ ბავშვს სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს მრავალკომპონენტიანი სალათები, ხორცი, ბოსტნეული, მცენარეული ზეთით ან არაჟნით შეზავებული. მაიონეზი შეიძლება, იშვიათად, მაგრამ მაინც შევიდეს ბავშვთა კვებაში, მაგრამ არა უადრეს 7 წლის ასაკისა. სხვათა შორის, სულაც არ არის რთული მაიონეზის სახლის პირობებში, ჯანსაღად მომზადება. ამისთვის დაგჭირდებათ: მცენარეული ზეთი, კვერცხის გული და მდოგვი. თუმცა, მსგავსი პროდუქტის შენახვა არ შეიძლება და მალევე უნდა გამოიყენოთ.

ხშირად ბავშვებს კლასიკური საახალწლო სალათები არ მოსწონთ, ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოთ, ზრდასრულთა სუფრას შეუერთდნენ.

მეორეს მხრივ, თუ სალათის მომზადებაში ბავშვსაც ჩართავთ, ნატურალური პროდუქტებისგან მოამზადებთ, არაჟნით შეაზავებთ, მაშინ ეს კარგი არჩევანი იქნება.

სალათი "შუბა"

სალათი, როგორც წესი, შეიცავს მოხარშულ ბოსტნეულს (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი), ხახვს (ზოგჯერ დამარილებულ

ქაშაყს) და მაიონეზს. ყველა კომპონენტი, გარდა უკანასკნელისა, ჯანსაღ საკვებად. მოხარშული ბოსტნეული, ჭარხლის გარდა, ბავშვის კვების რაციონში სიცოცხლის პირველივე წლიდან შეგიძლიათ შეიტანოთ. ჭარხალი კი ცოტა მოგვიანებით.

დამარილებული ქაშაყი დასაშვებია 3 წლის ასაკიდან. სხვათა შორის, ქაშაყი ომეგა -3-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. არა მაინცდამაინც ორაგული, არამედ ჩვეულებრივი ქაშაყი, ისევე, როგორც სკუმბრია.

ომეგა-3 ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის განვითარებისთვის, ამიტომ ქაშაყი აუცილებელია. მაგრამ, არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი, ზედმეტად დამარილებული. შესადრებით ბნაკლებმარილიანი და ხარისხიანი მწარმოებლის უნდა აარჩიოთ. თუ ამ ყველაფერს მაიონეზით შევაზავებთ, მაშინ მსგავსი პროდუქტის გამოყენების ასაკი 7 წლამდე იზრდება და ისიც მხოლოდ დღესასწაულეზე.

მიზეზი არის ის, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მრავალკომპონენტიანი კერძი ძნელად მოსანელებელია, ხოლო მაიონეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 7 წლამდე არ არის დასაშვები.

ოლივიე

კლასიკურ რეცეპტში მოხარშული კარტოფილი და სტაფილო, ხახვი, დაკონსერვებული მწვანე ბარდა, მოხარშული ძეხვი, ცოცხალი ან დამარინადებული კიტრი, მწვანილი და მაიონეზი შედის. როგორ გავხადოთ ეს სალათი უფრო ჯანსაღი? სწორი პროდუქტები უნდა აირჩიოთ. მწვანე ბარდის შემადგენლობაში კონსერვანტები და შაქარი არ უნდა იყოს. ამას ხშირად გემოვნური თვისებების გაუმჯობესებისთვის უმატებენ, ამიტომაც შეფუთვაზე ყურადღება მიაქციეთ.

(თუ ძეხვით აკეთებთ,, ძეხვი მოხარშული ქათმის მკერდის ან ინდაურის ფილეთი უნდა იყოს). დამარინადებული კიტრის ნაცვლად სჯობს ცოცხალი კიტრი გამოვიყენოთ, მაიონეზი კი არაჟნით ჩავნაცვლოთ.

სწორედ ასე მომზადებული სალათი შეგვიძლია 5-6 წლის ბავშვებს შევთავაზოთ, თუმცა მცირე რაოდენობით (50-100 გრამი) და იშვიათად - 1-2 თვეში ერთხელ.

ხალადეცი

ეს კერძი ბავშვთა სუფრისთვის არ არის განკუთვნილი და ხშირად არც უყვართ. მაგრამ, თუ გასინჯვის სურვილი აქვთ, მაშინ 5 წლის ასაკიდან შეგიძლიათ მცირე რაოდენობით შესთავაზოთ.

კერძი არ არის რეკომენდებული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგანაც მსგავსი ცხიმიანი საჭმლის მონელება რთულია. შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სანელებელი, ჟელატინი და ცივი ფორმით მიირთმევა.

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სუფრა საკმაოდ მრავალფეროვანია, ყოველთვის შეგიძლიათ ჯანსაღი ვარიანტი აირჩიოთ.

გადახედეთ ბავშვის სურვილებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველაზე კარგი იქნება, თუ საბავშვო სუფრას ცალკე გაამზადებთ, შესთავაზეთ ხორცი ან თევზი, ბოსტნეული, პური, ხილი, წყალი. ეს საკმარისი იქნება. ნუ მოსთხოვთ დაჟინებით ბევრი კერძის გასინჯვას. ასე თავიდან აირიდებთ საკვებით ინტოქსიკაციასაც. რაც მთავარია, გახსოვდეთ, ახალი წელი დღესასწაულია და არა უზომოდ ჭამის დღეები.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე