გვირილების, იების, იასამნების, ტიტების და სხვა ყავილების ნახვა უპრობლემოდ შეგიძლიათ ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში ან თუნდაც ქალაქის სკვერებსა თუ ბაღებში, თუმცა ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში სრულიად უცხო, უჩვეულო სილამაზის მცენარესაც შეიძლება გადააწყდეთ.

რაფლეზია
ამ ყვავილს არ აქვს არც ღერო, არც ფოთოლი, არც ფესვი, აქვს მარტო სუნი. სამაგიეროდ, ამ მცენარეში 5-7 ლიტრი წყალი გროვდება. ეს ყვავილი პარაზიტად ითვლება. იგი ხარობს ფილიპინებზე, კალიმანტანში, კუნძულ სუმატრაზე. 

ვოლფია
ვოლფია ყველაზე პატარა მცენარეა. მისი ზომა 0,5-ქ,8 მმ შორის მერყეობს. ეს ყვავილი წყლის ზედაპირზე ხარობს. სახელი მცენარეს ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსის და ენტომოლოგის, ვოლფის პატივსაცემად დაარქვეს. 

ვნებიანი ფსიქოტრია
ეს ყვავილი მსოფლიოში ყველაზე პიკანტური ყვავილის წოდების მატარებელია. ხალხი მას “ვნებიან ტუჩებს” უწოდებს. ფსიქოტრია ტენის მოყვარული ტროპიკული მცენარეა. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. 

პასიფლორა
ამ ყვავილის 500-მდე სახეობა არსებობს. მისი დიამტერი 10 სმ-ს აღწევს. ხარობს ძირითადად ლათინურ ამერიკაში.