STV
რეგიონი

შავღელეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად დააზიანა. დაზიანებული სახლების ნაცვლად დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია. საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოეყო.

შავღელესთან ერთად სამშენებლო მასალები, ასევე გადასცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს. მანამდე კი ხობის მერიამ დაზარალებული ოჯახები დროებითი გადასახური მასალით უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.

მსგავსი სიახლეები

მესტიას ახალი აეროპორტი ექნება – პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი