პაბლო პიკასო

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარი, რომელსაც ოდესმე უარსებია სამყაროში, მისი ნახატები განსაცვიფრებელია მათი აზრებით და დანიშნულებით. ამ ნახატებს ერთი კონკრეტული აზრი არ გააჩნია, ისინი რამდენიმე ცხოვრებისეულ აზრს გამოხატავს. ეს სტატია მინდა მივუძღვნა პიკასოს რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც შესაძლებელია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს.

პაბლო დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში. ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ მან ნათლობისას მიიღო 23 სახელი, მისი სრული სახელია: პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რიმედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა რუიზ ი პიკასო. ჯობია ჩვენ პაბლო პიკასო დავუძახოთ ხოლმე. დედამისმა მშობიარობა ძალიან ცუდად გადაიტანა და დაბადებისთანავე პაბლო გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოახერხეს და კიდევ ერთი გენიოსის ცხოვრებაას ჩაეყარა საფუძველი. ძალიან არ გაგვიკვირდება როცა გავიგებთ, რომ მისი პირველი სიტყვა იყო ფანქარი, პაბლოს მამაც მხატვარი იყო და როცა მას 7 წელი შეუსრულდა მამამისმა დაიწყო შვილისთვის ხატვის სწავლება. 13 წლის ასაკში, როდესაც პაბლოს მამამ დაინახა მისი შვილის ნახატები დაიფიცა, რომ ცხოვრებაში აღარ დახატავდა, ის აღფრთოვანებული იყო შვილის ნახატებით.

პიკასო ძალიან ნიჭიერი და გამაოგნებელი იყო, ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ნახატებით, მაგრამ მას აღიზიანებდა როცა მასწავლებელი ან სხვა ვინმე შენიშნვნას აძლევდა და ჭკუას ასწავლიდა. ამის გამო მას ხშირად კეტავდნენ იზოლატორში, სადაც ის მარტო რჩებოდა საკუთარ ნახატებთან, პაბლო აღნიშნავდა, რომ ეს გამოკეტვა მას სიამოვნებდა კიდეც, რადგან უკეთესად ფიქრობდა საკუთარ ნახატებზე. პიკასოს აბრალებდნენ “მონა ლიზას” მოპარვას, მაგრამ საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ მისი მეგობარი ზურგს უკან აბრალებდა მას ასეთ საშინელებას. პაბლო გამოირჩეოდა საყვარლების და ცოლების უხვი რაოდენობით,მას 2 ცოლი და რამდენიმე მასზე გაცილებით ახალგაზრდა საყვარელი ყავდა. პაბლო პიკასომ ცხოვრების ბოლო წლები საფრანგეთის გარეუბანში, მუჟენში გაატარა და გარდაიცვალა 1973 წლის 8 აპრილს.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე