პასტის დასამზადებელი დანადგარი 20×15 სმ Excellent Houseware Koopman

პასტის დასამზადებელი დანადგარი 20×15 სმ Excellent Houseware Koopman

განკუთვნილია მაკარონის საკუთარი ხელით დასამზადებლად. მარტივი გამოსაყენებელია – არ საჭიროებს ელექტროენერიას. გამძლეა და დამზადებულია მაღალი ხარისხის ქრომირებული ფოლადისგან.

99.80 47.90

საიტზე არ არის ხელმისაწვდომი

დეტალური მახასიათებლები
SKU 44907
ბრენდი:

ფერი:

მასალა:

კოლექცია:

ზომები (სმ):

20 x 13 x 15

ბარკოდი:

8711295188831

მარაგები ფილიალებში

პროდუქტის აღწერილობა

Koopman International-ი სახლის ნივთების მრავალფეროვან არჩევანს წარმოგვიდგენს: დეკორაციებს, სამზარეულოს აქსესუარებს, შანდლებს, ჭურჭელს და სხვა მრავალს.

Excellent Houseware-ის პროდუქციით შესაძლებელია სამზარეულო საინტერესოდ გადაწყვეტილი დიზაინისა და მაღალი ხარისხის აქსესუარებით შეავსოთ. მათი საშუალებით სამზარეულო ხდება შეუცვლელი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ ყოფნა და სადაც ყველაფერი სწორედ თქვენს დასახმარებლადაა.

მიირთვით საუკეთესო ხელნაკეთი მაკარონი ამ ფანტასტიკური ხელსაწყოს დახმარებით. აქვს მბრუნავი სისტემა (დაახლოებით 14,5 სმ სიგრძის), რომელიც შეგიძლიათ დაარეგულიროთ 7 პოზიციაზე და მიიღოთ ცომის ფურცლები სისქით 0,3 მმ-დან 2 მმ-მდე. ხელსაწყო დაახლოებით 2 მმ სისქის სპაგეტისაც ამზადებს. ხელსაწყო დამზადებულია ქრომირებული ფოლადისგან. მარტივი და კომფორტული გამოსაყენებელია. არ საჭიროებს ელექტროენერგიას ან კაბელებს. ამასთან, 20 x 13 x 15 სმ პარამეტრებით იკავებს მცირე ადგილს. იდეალურია ლაზანიას, კანელონის, სპაგეტის დასამზადებლად… თუ გიყვართ მაკარონი, მაშინ ეს ხელსაწყო თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება სამზარეულოში. ხელსაწყოს მოჰყვება მაგიდაზე დასამაგრებელი აქსესუარები.

მახასიათებლები:

  • დამზადებულია ქრომირებული ფოლადისგან
  • იდეალურია ლაზანიას, კანელონის, სპაგეტის დასამზადებლად
  • აქვს მბრუნავი სისტემა – დაახლოებით 14,5 სმ სიგრძის
  • რეგულირდება 7 პოზიციაზე და იღებთ ცომის ფურცლებს სისქით 0,3 მმ-დან 2 მმ-მდე
  • მარტივი და კომფორტული გამოსაყენებელია
  • არ საჭიროებს ელექტროენერგიას ან კაბელებს
  • იკავებს მცირე ადგილს
  • ხელსაწყოს მოჰყვება მაგიდაზე დასამაგრებელი აქსესუარები

დეტალები:
მასალა: ქრომირებული ფოლადი
ფერი: ვერცხლისფერი
ზომები: 20 x 13 x 15 სმ

პროდუქტი მოიცავს:
1 x მაკარონის დასამზადებელი ხელსაწყო

 

ბრენდის შესახებ

Koopman International-ი გლობალური სავაჭრო ბრენდია, რომელიც დაარსდა ამსტერდამში, 1937 წელს, ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ სახელმწიფოში მდებარეობს ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. Koopman International-ი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს.

საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლის აქსესუარებს, სადღესასწაულო აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. სათამაშოებში შედის: რბილი სათამაშოები, ხის სათამაშოები, თოჯინები, სადღესასწაულო აქსესუარები, ქვიშის სათამაშოები.

ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებსა და თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვის და დეკორაციის დიზაინს.

Koopman International-ისთვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი მოწმდება კვალიფიციური პროფესიონალების მიერ უახლესი კანონმდებლობის მიხედვით. შედეგად, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.

შეფასებები (0)

მიმოხილვა

შეფასებები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.