ინტერაქტიული თოჯინა აქსესუარებით 43 სმ Baby Born Magic Girl Zapf Creation

ინტერაქტიული თოჯინა აქსესუარებით 43 სმ Baby Born Magic Girl Zapf Creation

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

თოჯინა წარმოდგენილია აქსესუარებით. აქვს რეალისტური ფუნქციები. განკუთვნილია როლური თამაშებისთვის. ხელს უწყობს ფანტაზიის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

239.00 133.84

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

დეტალური მახასიათებლები
SKU 188420
ბრენდი:

ასაკობრივი ჯგუფი:

,

ფერი:

მასალა:

,

პერსონაჟი/სერია:

ყუთის ზომები (სმ):

38×20

ბარკოდი:

4001167827956

მარაგები ფილიალებში

პროდუქტის აღწერილობა

BABY born-თან თამაში არასოდეს მოგბეზრდებათ. ერთ დღეს ის არის პატარა ბავშვი, რომელსაც თქვენი მზრუნველობა სჭირდება. მეორე დღეს კი მეგობარი და თანამგზავრია შთამბეჭდავ თავგადასავლებში.
Baby Born-ის ეს თოჯინა საოცრად რეალისტური მახასიათებლებით ხასიათდება – ის წარმოდგენილია 10 ფუნქციით, რაც მასთან თამაშს დაუვიწყარს ხდის.

ძილისპირული ზღაპრები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თოჯინას მათი მოსმენისას ეძინება.. მიეცით თავისი საწოვარა, მას თვალები დაეხუჭება. უბრალოდ გადაატრიალეთ საწოვარა ის თვალებს გაახელს და ასე უსასრულოდ! დააწვინეთ ზურგზე საწოვარად გარეშე, მას თვალები დაეხუჭება და ტკბილად ჩაეძინება.

არ დაგავიწყდეთ მისი გამოკვება – გახსენით ნაკრებში თანდართული საკვები ფხვნილი, გააზავეთ წყალში და კოვზით გამოკვებეთ თოჯინა. არ დაგავიწყდეთ წყალიც – მის ბოთლში ჩაასხით წყალი და დაალევინეთ. რაც ყველაზე სახალისოა, ის თავის ქოთანზე უნდა დასვათ, თუ არადა მუცელზე ხელის მოჭერის შედეგად საფენს დაასველებს და ამის შემდეგ საფენსაც გამოუცვლით. მას ასევე ტირილიც შეუძლია – მოუჭირეთ ხელი და ის ნამდვილი ცრემლებით იტირებს. შეგიძლიათ დაბანოთ კიდეც!
Baby Born-ის თოჯინა წარმოდგენილია კიდევ უფრო დრეკადი და მარტივად მოძრავი კიდურებით, რაც მას უფრო რეალისტურს ხდის. თანაც, ნაზი და რბილი კონსტრუქციით ის უფრო სასიამოვნო ჩასახუტებელია.

ვიდეო:

მახასიათებლები:
თოჯინა ხუჭავს თვალებს, საწოვარას გადატრიალების შედეგად თვალებს ხუჭავს/ახელს
ხელის მოჭერის შედეგად ასველებს საფენს და ასევე ტირის ცრემლებით
შესაძლებელია მისი წყალში მოთავსება და “დაბანა”
თოჯინას აქვს კიდევ უფრო დრეკადი და მოძრავი კიდურები
კომფორტული ჩასახუტებელია – რბილი და გლუვია
მოჰყვება აქსესუარები
დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასისგან
არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს
განკუთვნილია ბავშვებისთვის 3 წლიდან
უზრუნველყოფს რეალისტურ, წარმოსახვით თამაშს
ხელს უწყობს პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის განვითარებას
ბრენდის ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ევროპულ სტანდარტს

დეტალები:
მასალა: პლასტმასი, ქსოვილი
თოჯინის სიმაღლე: 43 სმ

პროდუქტი მოიცავს:
1 x თოჯინა Baby Born
1 x ქოთანი
1 x საფენი
1 x თეფში კოვზით
1x თოჯინის საკვები ფხვნილი
1x ბოთლი
1x საწოვარა
1x თოჯინის დაბადების მოწმობა
2 x მეგობრობის სამაჯური (ბავშვისა და თოჯინასთვის)

ბრენდის შესახებ

Zapf Creation-ი სათამაშოების მწარმოებელი გერმანული ბრენდია, რომელიც მრავალფუნქციურ თოჯინებს ქმნის. 85 წელზე მეტია, Zapf Creation-ი ხარისხითა და ტექნიკური ცოდნით გამორჩეული ბრენდის სახელით ფიგურირებს სათამაშოების ბაზარზე.

ბრენდი აწარმოებს ბავშვების ყველა დროის საყვარელ სათამაშოებს, მათ შორის ყველაზე პოპულარული და გამორჩეულია Baby Born-ი და Baby Annabell-ი. Baby Born-ი პირველი თოჯინა იყო სათამაშოების ბაზარზე რეალისტური ფუნქციებით (ტირილის, სიმღერის, თვალების დახუჭვის და სხვა ფუნქციები) და მალევე გახდა ყველაზე წარმატებული სათამაშო კონცეფცია. Zapf Creation-ის წარმატების ისტორია გააგრძელა Baby Anabelle-მა – ელექტრონულმა მრავალფუნქციურმა თოჯინამ. ბრენდის სათამაშოები განმავითარებელი ღირებულებებით გამოირჩევა და ეხმარება ბავშვს სოციალური უნარების განვითარებაში.

უსაფრთხოება და ხარისხი – ბრენდის მთავარი პრიორიტეტებია. Zapf Creation-ის სათამაშოები არ შეიცავს ფტალატებს (პლასტმასის დამარბილებელი) და ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის უსაფრთხოების სტანდარტებს.

შეფასებები (1)

1 მიმოხილვა: ინტერაქტიული თოჯინა აქსესუარებით 43 სმ Baby Born Magic Girl Zapf Creation

  1. ანი ალიმბარაშვილი (დამოწმებული მფლობელი)

    მადლობა ხელმისაწვდომი ფასისთვის და ასეთი კარგი პტოდუქტების შეთავაზებისთვის

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.