ხის განმავითარებელი სათამაშო გეომეტრიული ფიგურები Classic Toy Melissa & Doug

ხის განმავითარებელი სათამაშო გეომეტრიული ფიგურები Classic Toy Melissa & Doug

ეს კლასიკური სათამაშო გამორჩეულია მაღალი ხარისხის მასალით და უდიდესი მნიშვნელობით ბავშვის განვითარებისთვის. სათამაშო ეხმარება ბავშვს მოტორული უნარების, ფერებისა და ფორმების აღქმის განვითარებაში. არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

მასალა

ხე

ცალი

16

69.80 39.09

მარაგში

დეტალური მახასიათებლები
SKU 61001
მასალა:

ბრენდი:

პერსონაჟი/სერია:

ასაკობრივი ჯგუფი:

,

წონა (კგ) 0.3
ზომები (სმ) 11.4x6.3x33

მარაგები ფილიალებში

პროდუქტის აღწერილობა

Melissa & Doug-ის ხის გეომეტრიული ფიგურების ნაკრები არის იმ კლასიკურ სათამაშოთაგან ერთ-ერთი, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. ნაკრებში შედის სხვადასხვა ფორმის და ფერის ხის 15 გეომეტრიული ფიგურა და ერთიც ძელი ფიგურების მოსათავსებლად. შექმნილია უსაფრთხო და დამაინტრიგებელი თამაშისთვის. გამორჩეულია მაღალი ხარისხით და უდიდესი მნიშვნელობით ბავშვის განვითარებისთვის. სათამაშო ეხმარება ბავშვს მოტორული უნარების განვითარებაში, ფერებისა და ფორმების შესწავლაში. არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

ბრენდის შესახებ

Melissa & Doug-ი, დაარსებული 1988 წელს, ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საბავშვო სათამაშოებს. თავდაპირველად პატარა სარდაფში დაწყებული საოჯახო ბიზნესი უკვე მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული კომპანიაა, რომლის ქარხნები არამარტო აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მდეობარეობს. კომპანიას წარმოებული აქვს უკვე 5000-ზე მეტი პროდუქტი, რომლებიც მოიცავს ხის, შემოქმედებით, განმავითარებელი ხასიათის სათამაშოებს.

Melissa & Doug-ის მისიაა, დაეხმაროს ბავშვებს წარმოსახვის უნარის განვითარებაში, რათა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, სურვილები და მიზნები. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მათში აღვიძებს ცნობისმოყვარეობას, უბიძგებს აზროვნებისკენ და ეხმარება ახალი შესაძლებლობების დანახვაში.

უსაფრთხოება  Melissa & Doug-ისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი წარმოებული პროდუქცია ბავშვებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოა, შეზღუდულია მძიმე ლითონი, ტყვია და სხვა საზიანო ნივთიერებები. კომპანია აკონტროლებს თითოეული პროდუქტის წარმოების პროცესს. პროდუქციის უსაფრთხოება ასევე მოწმდება შესაბამისი სერტიფიცირებული კომპანიების მიერ.

Melissa & Doug  არ არის მხოლოდ სათამაშოების მწარმოებელი კომპანია – ეს არის მოძრაობა, რომლის მიზანია ბავშვებს აჩუქოს ნამდვილი ბავშვობა.

 

შეფასებები (0)

მიმოხილვა

შეფასებები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.