ბალნეო-კლიმატური კურორტი მუაში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ცხენისწყლის ხეობაშია განლაგებული, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. კურორტი მუაში ულამაზესი მდელოებით, ტყეებით, მთის ხედებითა და პატარა ლამაზი კოტეჯებით გამოირჩევა. მუაში ნოტიო ჰაერით ხასიათდება. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. ზაფხული ხანგრძლივი და გრილია. თუ ზაფხულის სიცხეს გსურთ გაექცეთ შეგიძლიათ მუაშს ეწვიოთ. კურორტზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კოტეჯი ფუნქციონირებს, სადაც შეძლებთ განტვირთვასა და დასვენებას სუფთა ჰაერზე. 

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review