სექსუალური შევიწროება

მეთ დეიმონი: საკმარისად არ ვსაუბრობთ იმ კაცებზე, რომლებიც ქალებზე არ ძალადობენ

People.com

მეთ დეიმონმა Bussines Insider-თან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, ხალხი საკმარისად არ საუბრობს იმ კაცების შესახებ, რომლებიც ქალებს სექსუალურად არ ავიწროებენ.

"ჩვენ ახლა წყალგამყოფ სიტუაციაში ვიმყოფებით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი კაცი არსებობს, რომლებთან ერთად მე მიმუშავია და ისინი არასდროს ავიწროებენ ქალებს. თუ ოდესმე შევნიშნავ ადამიანს, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს, ან ამას მე გავაკეთებ - აუცილებელად ხმამაღლა ვიტყვი, მაგრამ მე მსგავს რაღაცებს არ ვაკეთებ და არც იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს" - თქვა მეთ დეიმონმა. 

Bussindes Insider-მა მსახიობს კითხა, თუ უმუშავია ოდესმე ისეთ ადამიანთან, ვინც სექსუალურ შევიწროებაში არის ბრალდებული.

"მე ყოველთვის ვფიქრობდი ამ თემაზე. ვგულისხმობ, რომ არასდროს მენდომობეოდა მსგავს ადამიანთან ერთად მუშაობა - ცხოვრება ძალიან მოკლეა ამისთვის." - თქვა მეთ დეიმონმა. 

კომენტარები