მსახიობი მერლინ მონრო 50-იანი და 60-იანი წლების სექს სიმბოლო იყო. მას მრავალ ფოტოგრაფთან უთანამშრომლია. ამჯერად, წარმოგიდგენთ სემ შოს მიერ, 1957 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სანაპიროზე გადაღებულ სურათებს.
ფოტოგრაფი სემ შო მსახიობის ახლო მეგობარიც იყო. მის ფოტოებზე აღბეჭდილია ეპიზოდები მონროს პირადი ცხოვრებიდანაც.
ამ ფოტოსესიის დროს მერლინ მონრო ორსულად იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ერთ თვეში მას მუცელი მოეშალა.