მედეა მეზვრიშვილი

საგარეჯოში, შესაძლოა, მედეა მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე ინიციატივით გამოვიდა - ქალაქ საგარეჯოში ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს და სკვერში მეზვრიშვილის ბიუსტი დაიდგას. საგარეჯოს გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით მუნიციპალიტეტის გამგებელი მედეა მეზვრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სპეციალური გაზეთი "მედეა" გამოსცეს, რომელიც უფასოდ გაავრცელეს.

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილი საბჭოთა საქართველოს დროს საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კი კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, შემდეგ კი თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნესგარიგება უკავშირდება.

კომენტარები