ქართული ოცნება

ჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან გარიცხეს

frontnews.ge

ჯემალ ფუტკარაძე ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან გარიცხეს.

„8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი. პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა - პარტიიდან გარიცხვა“ - ნათქვამია ქართული ოცნების პრესსამსახურის განცხადებაში.

თავად ჯემალ ფუტკარაძე აცხადებს, რომ სხდომა საიდუმლოდ შეიკრიბა და მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კომენტარები