იაპონია

იაპონიის სანაპიროზე მკვდარი ლურჯი ვეშაპი გამოირიყა (ვიდეო)

სამხრეთ იაპონიაში, ქალაქ კამაკურას სანაპიროზე მკვდარი ლურჯი ვეშაპი გამოირიყა. ამის შესახებ BBC წერს. 

ვეშაპი მამრია და მისი სიგრძე 10.52 მეტრია. იაპონელი ექსპერტები ამბობენ, რომ ის 2018 წელსაა დაბადებული. სანაპიროზე ექსპერტები ადგილზევე შეისწავლონ, თუ რატომ მოკვდა ცხოველი. გადაშენების პირას მყოფი ვეშაპის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია. 

ლურჯი ვეშაპი 30 მეტრამდე იზრდება და შესაძლოა 170 ტონას მიაღწიოს. 

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის ინფორმაციით, ზღვის ძუძუმწოვართა დიდი ნაწილის სიკვდილის მიზეზი კლიმატის ცვლილება და ცხოველებზე გემების შეჯახებაა. 

იაპონიაში ვეშაპებს ხშირად იჭერენ და ამას სამეცნიერო მიზნებით ხსნიან. მაისში, იაპონელმა მონადირეებმა დაიჭირეს და მოკლეს 122 ორსული ვეშაპი, როგორც „საველე კვლევისთვის“ საჭირო ძუძუმწოვრები. 

ვეშაპის ქონს კოსმეტიკისა და მედიკამენტების წარმოებისთვის იყენებენ.  

 

კომენტარები