აშშ

აშშ-ში 1 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი უვნებელი იპოვეს

აშშ-ში 2017 წლის 21 აგვისტოს გაუჩინარებული მოზარდი ჯეიკობ ლი კალდველი ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს.

14 წლის ჯეიკობი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხ მოზარდთან ერთად ცხოვრობდა.

ჯეიკობის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდი სახლიდან ფსიქოლოგიური ტრავმის გამო გაიქცა.

კერძოდ, 2017 წლის 15 აგვისტოს ჯეიკობის მამა ყოფილმა ცოლმა მოკლა, რასაც მოზარდი თავად შეესწრო. ჯეიკობი და მისი უმცროსი ძმა საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდნენ. გადასვლიდან რამდენიმე დღეში მოზარდი გაუჩინარდა.

პოლიცია სახლიდან გაქცევის ვერსიის გარდა, ბავშვის გატაცების ვერსიასაც განიხილავდა.

მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მედიისთვის უცნობია, თუ რას საქმიანობდა ჯეიკობი ერთი წლის განმავლობაში. 

კომენტარები