ძაღლი ბუუ, რომელსაც Facebook-სა და Instagram-ზე მილიონობით მიმდევარი ჰყავდა, მოკვდა
ამის შესახებ მისმა პატრონმა დღეს დილით დაწერა.
როგორც აღმოჩნდა, ის და ბუ ერთად 2006 წლიდან ცხოვრობდნენ.
"უდიდესი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ ბუ დღეს დილით ძილის დროს მოკვდა. ჩვენი ოჯახი გულგატეხილია, მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ აღარ ტკივა და არც სხვა რამ აწუხებს.
მას შემდეგ, რაც ბუუს ფეისბუქის გვერდი გავაკეთე - წლების განმავლობაში უამრავ შეტყობინებას ვიღებდი. მწერდნენ, რომ ბუუმ მათ სიცოცხლე გაუხალისა მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდათ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. ბუუმ სიხარული ბევრ ადამიანს მიანიჭა. ის ყველაზე მხიარული და ბედნიერი ძაღლი იყო, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ", - წერია ბუს ფეისბუქის გვერდზე.