საფრანგეთში უჩვეულო სიცივის შედეგად, ქვეყნის 13 რეგიონიდან 10-ში ყინვამ ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. აპრილის დასაწყისში ზოგიერთ პროვინციაში ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე ეცემოდა. ფერმერები ცდილობდნენ, ვენახები სანთლებით და კოცონებით გაეთბოთ. ყინვების გამო, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთში ყურძნის მოსავალი ბოლო 40 წელიწადში ყველზე მცირე იქნება. ყინვამ დააზიანა ვაშლის, გარგარისა და სხვა სითბოს მოყვარული კულტურების მოსავალი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და სპეციალური ფონდიდან ფერმერებისთვის კომპენსაციის გადახდის მექანიზმი აამუშავა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჟულიენ დენორმანდის შეფასებით, ასეთი სიძლიერის ყინვა "სრულიად გამორჩეულია". მინისტრის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
მეღვინეობის სექტორი განსაკუთრებით დაზარალდება. პანდემიის ფონზე ბარებისა და რესტორნების დაკეტვამ ღვინოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ფრანგული ღვინის ექსპორტს პრობლემები შეექმნა. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ფრანგულ ღვინოზე ტარიფები დააწესა. ფრანგული ღვინისთვის მნიშვნელოვან ბრიტანულ ბაზარზე კი ბრექსიტმა იქონია გავლენა.