რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი: რუსებმა საჩუქარი დაგვიტოვეს – ქიმიური მოწამვლა მივიღეთ

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველმა მებრძოლებმა რუსეთის თავდასხმის დროს ქიმიური მოწამვლა მიიღეს.

"ვიმყოფებით ჰოსპიტალში, რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი – ქიმიური მოწამვლა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ღმერთს მადლობა, კარგად ვგრძნობთ თავს. მეორე დღეა უკვე, რაც მოწამლულები ვართ". – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები