ვლადლენ ტატარსკის აფეთქება

პრიგოჟინი ადასტურებს, რომ კაფე, სადაც რუსი სამხედრო ბლოგერი ააფეთქეს, მას ეკუთვნოდა

ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი და ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ადასტურებს, რომ წარსულში ფლობდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე კაფე სტრიტ-ფუდ ბარ N1-ს, სადაც პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ააფეთქეს.

პრიგოჟინის ცნობას საკუთარი პრესსამსახურით ავრცელებს.

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ კაფე გადასცა მოძრაობა კიბერ Z ფრონტს, რომელსაც თავად "პატრიოტულს" უწოდებს. მისი თქმით, ეს ჯგუფი აქ სემინარებს მართავდა. პრიგოჟინის აზრით, აფეთქებაც ერთ-ერთ მსგავს სემინარზე მოხდა.

ევგენი პრიგოჟინი თვლის, რომ აფეთქების უკან "კიევის რეჟიმი" არ დგას და ეს მოაწყვეს "რადიკალებმა", რომლებსაც მთავრობასთან კავშირში არ აქვთ.

2 აპრილს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას მოჰყვა. რუსული სპეცსამსახურების ცნობით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამ ტროტილს უტოლდებოდა. მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ტატარსკის ახალგაზრდა ქალმა გადასცა ქანდაკება, რომელიც 5 წუთის შემდეგ აფეთქდა.

კომენტარები