ეძგვერაძეზე თავდასხმა

ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირს ათობით ადამიანი თავს დაესხა — ხაბეიშვილი

ირაკლი ეძგვერაძე
ნენე დალაქიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირს ათობით ადამიანი თავს დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა საკრებულოში გამართულ დღევანდელ დებატებს უკავშირდება.

"ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს, თბილისის საკრებულოს ჩვენს წევრს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს... ფარცხალაძის, ეფესბეს აგენტების ხელისუფლება იქცევა ზუსტად პუტინის რეჟიმივით.

საკრებულოში, დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა კალაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმის ორგანიზება. რუსულ პარტიას, კოლექტიურ ფარცხალაძეებს და რუსეთის აგენტებს სხვა არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ ლაჩრულად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს... ყველას მოუწევს პასუხისგება". - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ტაბულა მეტი ინფორმაციის გასაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები