ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდენბერგი მოკლული აღმოჩნდა

ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდენბერგი

ისრაელში ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი, თამარ გოლდენბერგი ჰამასის მიერ მოკლული აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, მერი ლობატონმა Facebook-ზე გაავრცელა. 

"ღმერთმა 14 დღის შემდეგ ჩემში დარჩენილი იმედი წამართვა... თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს... ვერც მის სხეულს ვიხილავთ მთელს... ბოდიში, რომ ამ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია". - წერს მერი ლობატონი სოციალურ ქსელში.

ისრაელში დაბადებული, ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდენბერგი საქართველოს მოქალაქის შვილია. მისი ოჯახი აფხაზეთიდანაა, ისინი ისრაელში 30 წლის წინ ჩავიდნენ. დაღუპულის ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ ჰამასის თავდასხმის დღეს თამარი ტერორისტებმა გაიტაცეს

კომენტარები