ლი სუნ კუნი

პარაზიტის ვარსკვლავი, სამხრეთკორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC

სამხრეთკორეელი მსახიობი ლი სუნ კუნი, რომელიც ოსკაროსან ფილმ პარაზიტში თამაშობდა, გარდაცვლილი იპოვეს. 48 წლის მსახიობის ცხედარი სეულის ერთ-ერთ მთავარ პარკში, მანქანაში ნახეს.

მსახიობის სიკვდილის მიზეზი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს გარდაცვლილი, ხოლო მის გვერდით იპოვეს ნახშირის ბრიკეტი, რაც სამხრეთ კორეაში ხშირად თვითმკვლელობისთვის გამოიყენება. ასევე, პოლიცია აცხადებს, რომ მათთან შესული შეტყობინების მიხედვით, მსახიობმა ჩანაწერი დატოვა და სახლიდან წავიდა.

ლი სუნ კუნის წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა - მას ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდნენ.

კომენტარები