ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 22 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.16 თეთრით. 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6729 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8469 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები