სტიქია ქალაქში

წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე ემუქრება

გოგა სულაძე

წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას საფრთხე ემუქრება.

ადიდებულმა მდინარე ვერემ შესაძლოა მიწა გამოაცალოს საცხოვრებელ კორპუსებს. წყლამა წაიღო ვაკესთან დამაკავშირებელი ხიდი.

ადგილზე შეკრებილები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის ხელისუფლება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთან არავინ მოსულა და ტერიტორიიდან გაყვანაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.

გუშინ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები