რუსეთი

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჭუჭყიანი თოვლი თეთრად შეღება

MoscowTimes

რუსეთში, ქვანახშირის მწარმოებელ ქალაქ სიბერიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ თოვლი, ჭუჭყის დასაფარად, თეთრი საღებავით შეღება.

კადრები, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა, ჩანს, რომ ქალი მისკში, კემეროვოში თოვლს კიდებს ხელს და ხელი წებოვანი ნივთიერებით ეფარება.

ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ ქალაქში ცოტა თოვლი იყო, გამომდინარე იმ დაჭუჭყიანებისა, რასაც რეგიონში ქვანახშირის წარმოება იწვევს.

ქალაქის ადმინისტრაციამ მაცხოვრებლებს ინციდენტის გამო მოუბოდიშა.

“მე თავს შევიკავებ მუშების პროფესიონალური ხარისხის შეფასებისგან, რადგან ეს ისედაც ნათელია. მე გავეცი ბრძანებულება, რომ დაუყოვნებლივ გაასუფთავონ… ბოდიშს ვუხდი ქალაქის მოსახლეობას ახალი წლის განწყობის გაფუჭებისთვის” - განაცხადა დიმიტრი ივანოვმა, ქალაქის მმართველმა.

კომენტარები