ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქართლში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქ. ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. სამონასტრო ცხოვრება X ს-დან აქტიურად მიმდინარეობდა, XIX ს-ში შეწყდა და კვლავ განახლდა 1995 წელს ყინწვისის მონასტრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას „ოქროს ხანად“ წოდებულ თამარ მეფის მეფობას (1184-1212) უკავშირდება. ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი: ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხევის … Continue reading ყინწვისის მონასტერი

რკონის მონასტერი

რ რკონი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ  ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის  ტერიტორიაზე. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII- XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო … Continue reading რკონის მონასტერი

სამთავისის ეკლესია

სამთ სამთავისი  შუა საუკუნეების ქართული მართმადიდებლური  ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის  მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V  საუკუნეში. ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება.2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. სამთავისის დღევანდელი ტაძრის ადგილას ადრეფეოდალურ ხანაში არსებობდა საეპისკოპოსო … Continue reading სამთავისის ეკლესია

უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია

უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში,  გორის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ უფლისციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 მეტრის მოშორებით მდინარე მტკვრის მარცხენა მაღალ ნაპირას და მოიცავს 9,5 ჰექტარამდე ტერიტორიას.  ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე … Continue reading უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია

ლომისის მონასტერი

ლომისა — უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი. ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა . ნაგებია ნატეხი ქვით. გადამხური კამარა პილასტრებზე … Continue reading ლომისის მონასტერი

გრემის ეკლესია

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. ქალაქი გრემი XV-XVII სს-ში კახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიულ-ადმინისტრაციული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. 1466 წ. კახეთის სატახტო ქალაქი გახდა. 1614-1616 წწ. გრემი დააქცია შაჰ-აბას I-მა. გრემის ნაქალაქარი გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია. 1966-1967 წწ. აქ გვიანბრინჯაოს პერიოდისა და განვითარებული შუა … Continue reading გრემის ეკლესია

ხირსის მონასტერი

ხირსის სტეფანწმინდის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. მონასტერი  VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557 წწ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. ხირსის მონასტრის დაარსება უკავშირდება სტეფანეს სახელს, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში ასურელ მამებთან ერთად მოვიდა საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მან შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე  ტყით დაფარული პატარა ფერდობი, სადაც დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელ ზე ააშენა მცირე ეკლესია, … Continue reading ხირსის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპისაა და ითვლება შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშად. იგი აღმართულია შუა ადგილას. აგებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106-1125 წლებში. ტაძარი დღემდე უცვლელად არის მოღწეული.   შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იყო ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპები. მთავარი ყურადღება ექცეოდა ტაძრის სივრცეს. ზომების გადიდებით არქიტექტორი ცდილობდა შეექმნა გრანდიოზულობის შთაბეჭდილება. ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი შიგნითა მოხატულობა და … Continue reading გელათის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

  შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, ერთ-ერთმა ასურელ მამის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.        სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე … Continue reading შიომღვიმის მონასტერი

ელიას მონასტერი

ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში დედოფლისწყაროს,სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე.  ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის არსებობას, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, თუმცა მისი … Continue reading ელიას მონასტერი